| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - კასპიის გაზის ევროპისთვის რუსეთის გვერდით ავლით მიწოდების საკითხი იქნება ორშაბათის მოლაპარაკებების მთავარი თემა, რომელსაც ბაქოში ევროკომისიის ხელმძღვანელი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროკომისარი ენერგეტიკის საკითხებში კადრი სიმსონი ორშაბათს გამართავენ პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან.
აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ურსულა ფონ დერ ლაიენი
და კადრი სიმსონი ბაქოში აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდებიან, რის შემდეგაც
ერთობლივ პრეს–კონფერენციას გამართავენ. სიმსონი მონაწილეობას მიიღებს ევროკავშირსა
და აზერბაიჯანს შორის ენერგეტიკულ დიალოგში, სადაც დელეგაციას ენერგეტიკის მინისტრი
ფარვიზ შახბაზოვი უხელმძღვანელებს.
ევროკომისიის პრეს–რელიზში ნათქვამია, რომ „იმ ფონზე,
როდესაც რუსეთი კვლავაც იარაღად იყენებს თავის ენერგორესურსებს, ევროკავშირისთვის მთავარი
პრიორიტეტია ენერგომატარებლების იმპორტის დივერსიფიკაცია. გაზის სამხრეთი დერეფანი
საკვანძო როლს ასრულებს ამ მიმართულებით“.
ევროკავშირი აზერბაიჯანისთვის მთავარი სავაჭრო პარტნიორია.
ქვეყნის ექსპორტის 51% სწორედ ევროკავშირზე მოდის და ეს ძირითადად ენერგომატარებლებია.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss