ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
სავალუტო ფონდი ბრიტანეთს გადასახადების გაზრდისკენ მოუწოდებს
გიგა თვაური
18 ივლისი, 2022, 10:33
სავალუტო ფონდი ბრიტანეთს გადასახადების გაზრდისკენ მოუწოდებს

თბილისი (GBC) - ბრიტანეთში, კონსერვატიული პარტიის ხელმძღვანელობის მიერ გადასახადების შემცირებას საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) არ ეთანხმება.

 IMF-ში ფიქრობენ, რომ გადასახადების შემცირება ამ ეტაპზე უფრო დამაზიანებელი იქნება და ქვეყანას პირიქით, გადასახადების ზრდისკენ მოუწოდებენ.

 „ვფიქრობ, გადასახადების შემცირება ამ ეტაპზე შეცდომა იქნება“, - თქვა მარკ ფლენეგანმა, რომელიც სავალუტო ფონდის გაერთიანებული სამეფოს გუნდს ხელმძღვანელობს.

ფლენეგანის მტკიცებით, გადასახადებისგან მიღებული ფული შეიძლება გამოყენებულ იქნას გრძელვადიანი ინვესტირებისთვის ქვეყანაში.

შეგახსენებთ, წინა კვირას კონსერვატიული პარტიის ხელმძღვანელობამ გადასახადების შემცირება დააანონსა. მათი განმარტებით, აღნიშნული ინიციატივა ემსახურება მოსახლეობის დახმარებას გაზრდილი ხარჯებისთვის.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები