ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
სამომხმარებლო სესხის რეფინანსირება უკვე თიბისის ციფრულ ბანკშია შესაძლებელი
15 ივლისი, 2022, 17:53
სამომხმარებლო სესხის რეფინანსირება უკვე თიბისის ციფრულ ბანკშია შესაძლებელი

თბილისი (GBC) - თიბისი აცხადებს, რომ ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად ციფრულ ბანკში კიდევ ერთი ახალი ფუნქციონალი დაამატა. ახლა უკვე შესაძლებელია, ციფრული არხებით სამომხმარებლო სესხით სარგებლობისას, გააერთიანო არსებული სესხები ან გადაფარო და თანხა დაიმატო.

სესხზე განაცხადის შევსება და ყველა საჭირო საფეხურის გავლა მობაილბანკით, ბანკის ფილიალში ვიზიტის გარეშეა შესაძლებელი, რაც მნიშვნელოვნად ზოგავს მომხმარებლის დროს და ბანკთან ურთიერთობას კიდევ უფრო ამარტივებს.

სამომხმარებლო სესხის ციფრული ბანკით მოთხოვნისას მომხმარებელი მობაილბანკის მთავარ მენიუში უნდა შევიდეს და შეთავაზებებში აირჩიოს ციფრული სამომხმარებლო სესხი.

ამის შემდეგ რამდენიმე მარტივი ეტაპია გასავლელი: მიუთითებს სესხის თანხას და შემოსავალს, დაეთანხმება მონაცემების გადამოწმებას და რამდენიმე წამში თიბისისგან შეთავაზებას მიიღებს. შეთავაზება ორნაირი შეიძლება იყოს: ახალი სესხი ან არსებულის გადაფარვა და თანხის დამატება.

სასურველი შეთავაზების არჩევის შემდეგ მომხმარებელი სესხის პირობებს გაეცნობა და დაეთანხმება. თანხა ჩაირიცხება კლიენტის მიერ არჩეულ ანგარიშზე.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები