| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, რომელიც 10 მაისიდან ამოქმედდა, 188 000–მა ფიზიკურმა და იურიდიულმა პირმა აგრობარათი უკვე გააქტიურა; სპეციალიზებულ სავაჭრო ობიექტებში უკვე განაღდებულია 22 872 676 ლარი.
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სუბსიდიას იღებენ
0.25 ჰა-დან - 1.25 ჰა-ის ჩათვლით ფართობის მიწის მესაკუთრეები/თანამესაკუთრეები,
1 ჰა-ზე 300 ლარის გაანგარიშებით. აგროქულების განაღდება, ამ ეტაპზე, საქართველოს მასშტაბით,
500-ზე მეტ სპეციალიზებულ მაღაზიაშია შესაძლებელი.
აგრობარათებზე დარიცხული ქულების გამოყენების ბოლო ვადა
2022 წლის 30 ნოემბერია.
აგრობარათის გასააქტიურებლად ან ახალი ბარათის ასაღებად,
ბანკში ვიზიტამდე, ბარათზე ქულების დარიცხვის შესახებ ინფორმაციის გადამოწმება შესაძლებელია
ლიბერთი ბანკის ვებგვერდზე https://myliberty.ge/?id=agro
პროგრამაში მონაწილეობისა და დარიცხული ქულების შესახებ
ინფორმაციის მიღება ასევე შესაძლებელია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს
ცხელი ხაზისა (1501) და ლიბერთი ბანკის ცხელი ხაზის (2 55 55 00) მეშვეობით.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss