ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
პრემიერი კარლ ჰარცელს გამოემშვიდობა
15 ივლისი, 2022, 13:20
პრემიერი კარლ ჰარცელს გამოემშვიდობა

თბილისი (GBC) - საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან კარლ ჰარცელთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის პრეს–სამსახური ავრცელებს.

პრეს–სამსახურის ცნობით, საუბარი შეეხო საქართველოსა და ევროკავშირს შორის სხვადასხვა სფეროში არსებულ თანამშრომლობას. აღინიშნა ბოლო წლებში მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესი და ორმხრივი ურთიერთობების პოზიტიური დინამიკა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება ისტორიული გადაწყვეტილება იყო და ამით ევროპულმა საბჭომ და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებმა დაადასტურეს, რომ საქართველოს მომავალი ევროკავშირშია.

ირაკლი ღარიბაშვილმა კარლ ჰარცელს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საქართველოს ევროპული გზის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაში კარლ ჰარცელის მნიშვნელოვან წვლილს და მას მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

კარლ ჰარცელი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ელჩის თანამდებობას 2018 წლიდან იკავებს.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები