| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - უკრაინული საწარმოების ხელმძღვანელები მომდევნო 12 თვის განმავლობაში სამომხმარებლო ფასების 21,7%–იან ზრდას ელიან. ინფლაციური განწყობები ომში გახვეულ ქვეყანაში ორნახევარჯერ გაუარესდა – პირველ კვარტალში ფასების ზრდას 8,7%–ით ელოდნენ.
ამის შესახებ RBC
Ukraine უკრაინის საწარმოების საქმიანი მოლოდინების ანგარიშზე დაყრდნობით წერს, რომელიც
ქვეყნის ეროვნულმა ბანკმა II კვარტლის პერიოდში მოამზადა.
რესპონდენტების წილი,
რომლებიც 20%–ზე მაღალ ინფლაციას ელიან მომდევნო 12 თვეში, გამოკითხულთა 58,2%–ს შეადგენს.
სამომხმარებლო ფასების
ზრდის მთავარ ფაქტორად საომარ მოქმედებებს გამოკითხულთა 93,2% ასახელებს. ფასების ზრდაზე
ასევე დიდ გავლენას ახდენს საწარმოო ხარჯები და გაცვლითი კურსი (58,8% და 58,6% შესაბამისად).
ფასების ზრდაზე ყველაზე ნაკლებად ბიუჯეტის სოციალური ხარჯები აისახება (4,9%).
აღნიშნული გამოკითხვა
უკრაინის ეროვნულმა ბანკმა მაისში ჩაატარა და მასში მონაწილეობა 592–მა საწარმომ მიიღო
ქვეყნის 21 რეგიონიდან.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss