ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
ბაზისბანკის სტიპენდიები სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სტუდენტებს
15 ივლისი, 2022, 12:24
ბაზისბანკის სტიპენდიები სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სტუდენტებს

თბილისი (GBC) - ბაზისბანკი, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტებისთვის სტიპენდიების გაცემას განაგრძობს.


სასტიპენდიო პროგრამის მიზანია მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტების წახალისება და მხარდაჭერა, რომლებიც ამავდროულად ჩართულნი არიან კურიკულუმსგარე აქტივობებში. სტიპენდიები ყოველ სემესტრში გაიცემა საბაუნის ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებზე.


ბაზისბანკისა და სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობა 2014 წლიდან გრძელდება. აქტიურად ვარ ჩართული ახალგაზრდა თაობის განათლების მხარდაჭერის პროექტებში და ყოველწლიურად გავცემთ სტიპენდიებს მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტებზე. ასევე, ვთანამშრომლობ საქართველოს სხვადასხვა საშუალო და უმაღლეს სასწავლებელთან და მნიშვნელოვან ინვესტიციებს დებ მომავალი თაობის განათლების და წახალისების მიმართულებით, რაც, ვფიქრობთ, ყველაზე მნიშვნელოვანი ინვესტიციაა.“ - განაცხადა ბაზისბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, თამარ ხადურმა.


„მიუხედავად იმისა, რომ საბაუნის ბიზნეს ადმინისტრირების პროგრამა ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადია ქართულ აკადემიურ სივრცეში, მხოლოდ 80 სტუდენტის მიღების შესაძლებლობა გვაქვს. ბაზისბანკთან მრავალწლიანი თანამშრომლობა და მათ მიერ დაწესებული  სასტიპენდიო პროგრამა კი, ერთ-ერთი განსაკუთრებული შესაძლებლობაა სტუდენტების მოტივაციის გაზრდისა და აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებისათვის.“ - თამთა მიქაბრიძე, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი.


სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტსა და ბაზისბანკის მრავალწიანი თანამშრომლობის შედეგად, სტიპენდიები უკვე ასობით სტუდენტზე გაიცა.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები