| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – 2021 წელს საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2018 წელთან
შედარებით 12.6%-ით გაიზარდა და $14.3 მლრდ შეადგინა. ბოლო 4 წელიწადში მხოლოდ 2020
წელს დაფიქსირდა კლება. დანარჩენ შემთხვევაში სამივე კომპონენტში (ექსპორტი, იმპორტი, ბრუვნა)
ზრდა ფიქსირდება.
ცხრილში მოცემულია 2018-2021 საქართველოს საგარეო ვაჭრობის მონაცემები:
პანდემიური 2020 წლის
ვარდნის შემდეგ ბრუნვის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ბუნებრივად 2021 წელს დაფიქსირდა
და 25.8% შეადგინა. ექსპორტს რაც შეეხება, 2018 წელს ყველაზე დიდი – 23.1%-იანი ზრდა დაფიქსირდა და ამ მაჩვენებელმა $3.4 მლრდ შეადგინა.
ცხრილში მოცემულია 2018-2021 საგარეო ვაჭრობის მაჩვენების ცვლილება (წინა წელთან შედარებით %):
გეოგრაფიული არეალების მიხედვით ექსპორტსა და იმპორტში აზია ლიდერობს. მეორეზეა ევროპა, ხოლო მესამეზე – ამერიკა.
ცხრილში მოცემულია საგარეო ვაჭრობა გეოგრაფიული განაწილების მიხედვით, 2018-2021 წელი:
2021 წელს საგარეო ვაჭრობის
წილში აზია ლიდერობს 49.8%-ით, მეორეზეა ევროპა
41%-ით, ხოლო მესამეზე ამერიკა 8.6%-ით.
ცხრილში მოცემულია მსოფლიო ტერიტორიების პროცენტული წილი საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 2021 წელს:
2021 წელს ექსპორტში საქართველოს
ტოპ პარტნიორი ჩინეთი იყო. 2021 წელს ჩინეთში $616მლნ-ს საქონელი გავიდა. მეორეზე
იყო რუსეთი – $610 მლნ–ით, ხოლო მესამე აზერბაიჯანი $532 მლნ–ით.
ცხრილში მოცემულია ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა 2020-2021 წლებში (მლნ-$):
2020-2021 წლებში საქართველოს
ყველაზე დიდი საექსპორტო პარტნიორი იყო თურქეთი. თურქეთიდან იმპორტმა 2021 წელს $1.8
მლრდ შეადგინა. მეორეზე გავიდა რუსეთი $1 მლრდ–ით, ხოლო მესამეზე ჩინეთი $0.9 მლრდ.
ცხრილში მოცემულია ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი 2020-2021 წლებში (მლნ $):
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss