ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
საქართველოს ბანკი და “ბუღალტერთა კლუბი ფორუმი” ერთობლივ ტრენინგს ბათუმში გამართავენ
15 ივლისი, 2022, 11:18
საქართველოს ბანკი და “ბუღალტერთა კლუბი ფორუმი” ერთობლივ ტრენინგს ბათუმში გამართავენ

თბილისი (GBC) - საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერის ფარგლებში პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკისა და ბუღალტერთა კლუბი ფორუმის პარტნიორობით, ბათუმში ტრენინგი „მმართველობითი აღრიცხვა სასტუმროში“ გაიმართება. ღონისძიება 22 ივლისს, 18:00 საათზე, Hilton-ში შედგება. ტრენინგი სასტუმროებში სისტემების დანერგვის და ავტომატიზაციის პროცესს შეეხება.

უფრო კონკრეტულად, შეხვედრა ისეთ საკითხებს დაეთმობა, როგორიცაა: სასტუმროში გამოყენებული სააღრიცხვო სტანდარტები; სააღრიცხვო სისტემების მიმოხილვა და მათი ფუნქციონალი; საოპერაციო სისტემის დანერგვის პროცესები და ეტაპები; ERP სისტემასთან ინტეგრაციის პროცესი და სხვა. ტრენინგს ქეთი ჩიკვაშვილი გაუძღვება, რომელსაც მომსახურებისა და სტუმარ-მასპინძლობის სფეროში ფინანსური მიმართულებით 12 წლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს.

ტრენინგზე დასწრება „ბუღალტერთა კლუბი ფორუმის“ წევრებისთვის თავისუფალია. დასწრებას რეგისტრირებული პირველი 70 ადამიანი შეძლებს. რეგისტრაციისთვის, ეწვიეთ ბმულს: https://bit.ly/3ysgBme 

თუ ჯერ კიდევ არ ხართ ორგანიზაციის წევრი და გსურთ გაწევრიანება, გადადით ბმულზე: https://bit.ly/38tsq2A

„საქართველოს ბანკი მუდმივად ცდილობს, ბიზნესმომხმარებელს მათ საჭიროებებზე მორგებული სიახლეები შესთავაზოს. მოხარული ვართ, რომ გვეძლევა შესაძლებლობა მორიგ საინტერესო ტრენინგს ვუმასპინძლოთ ბუღალტერთა კლუბი ფორუმთან ერთად. აღნიშნული შეხვედრა ჩვენი ერთობლივი პროექტის ფარგლებში ხორციელდება, რომელიც საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა რეგიონებში ტრენინგების ჩატარებას გულისხმობს. ჩვენი მიზანია, მსგავსი პროექტებით ხელი შევუწყოთ ბიზნესის წარმომადგენლებს ახალი შესაძლებლობების მაქსიმალურად ათვისებაში, რაც საბოლოო ჯამში დადებითად აისახება მათ საქმიანობაზე და ქვეყნის ეკონომიკაზე“, - აცხადებენ საქართველოს ბანკში.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები