ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
Moody’s-მა ბელარუსი დეფოლტად გამოაცხადა
15 ივლისი, 2022, 10:49
Moody’s-მა ბელარუსი დეფოლტად გამოაცხადა

თბილისი (GBC) - საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ Moody’s ბელარუსი ევროობლიგაციების კუპონების ბელარუსულ რუბლებში დაფარვის გამო დეფოლტად გამოაცხადა, წერს Forbes.

Moody’s–ის ანგარიშში ნათქვამია, რომ ბელარუსის ფინანსთა სამინისტრომ კუპონების გადახდა ბელარუსულ რუბლებში განახორციელა და ბონდების მფლობელებმა ვერ შეძლეს ფულის მიღება. რესპუბლიკას $22,9 მლნ უნდა გადაეხადა, თუმცა საშეღავათო პერიოდის დასასრულისთვის ვალდებულების არდაფარვა Moody’s–მა დეფოლტად შეაფასა.

მანამდე, ივნისში რუსეთმა განაცხადა, რომ საგარეო ვალდებულებების დაფარვას რუბლში განახორციელებდა. რუსეთის ფინანსთა სამინისტრომ ვალდებულებების რუბლში დაფარვა 23 ივნისს განახორციელა. 27 ივნისს კი Bloomberg წერდა, რომ რუსეთმა საგარეო ვალდებულებებში დეფოლტი 1918 წლის შემდეგ პირველად დაუშვა.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები