| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - 2017-დან 2019 წლამდე, შინამეურნეობების ნომინალური შემოსავლები 1,182 ლარიდან 1,360 ლარამდე გაიზარდა. 2020 წელს, COVID-19 კრიზისის შედეგად, შინამეურნეობის ნომინალური შემოსავალი, 2019 წელთან შედარებით, 3%-ით შემცირდა. თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ 2021 წელს, 2020 წელთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა შესამჩნევად გაიზარდა შინამეურნეობის ნომინალური შემოსავლები 13%-ით გაიზარდა. PMCG-ის კვლევის მიხედვით, მიუხედავად ამისა მოსახლეობის რეალური შემოსავლები კლებულობს. კერძოდ, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველოში მაღალი ინფლაცია ფიქსირდებოდა.
საშუალო რეალური შემოსავალი, საშუალო ნომინალური შემოსავლისგან განსხვავებით, გაანალიზებულ პერიოდში (2017-2021 წლები) 1,182 ლარიდან 1,096 ლარამდე შემცირდა. 2021 წელს მაჩვენებელი 4%-ით გაიზარდა 2020 წელთან შედარებით, თუმცა 2019 წელთან შედარებით 6%-ით ნაკლები რჩება.
„ყველაზე დაბალი შემოსავლის მქონე ჯგუფი (0-დან 500 ლარამდე) ბოლო ხუთ წელიწადში მნიშვნელოვნად, 8 პროცენტული პუნქტით (პპ) შემცირდა და 21%-მდე დაეცა. ამავდროულად, ყველა სხვა ჯგუფის ზომა მცირედით გაიზარდა: 2021 წლის მაჩვენებლების, 2017 წელთან შედარებისას, ჩანს რომ იმ შინამეურნეობების პროცენტული მაჩვენებელი, რომლებიც თვეში 501-დან 1000 ლარამდე იღებენ, 1 პპ-ით გაიზარდა, ხოლო თვეში 1001-1500 ლარამდე შემოსავლის მქონე შინამეურნობების წილი 2 პპ-ით. 2017 წელს, შინამეურნეობების 79% ხვდებოდა სამ ყველაზე დაბალშემოსავლიან, ხოლო 61% კი ორ ყველაზე დაბალშემოსავლიან კატეგორიაში. 2021 წლისთვის, ეს მაჩვენებლები 74% და 51%-მდე შემცირდა, შესაბამისად. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში შინამეურნეობების ნომინალური შემოსავლები გაიზარდა, 2021 წელს საქართველოში შინამეურნეობების 54%-ს კვლავ 1000 ლარზე ნაკლები შემოსავალი ჰქონდა“, - განმარტავენ PMCG-ში.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss