ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
აზერბაიჯანი ევროპაში გაზის მიწოდებას აორმაგებს
14 ივლისი, 2022, 15:15
აზერბაიჯანი ევროპაში გაზის მიწოდებას აორმაგებს

თბილისი (GBC) - სააგენტო Reuters–ისთვის ცნობილი გახდა ურთიერთგაგების მემორანდუმის შინაარსი, რომელსაც ევროკომისია და აზერბაიჯანის მთავრობა ხელს 18 ივლისს მოაწერენ. დოკუმენტის თანახმად, აზერბაიჯანი გაზის სამხრეთის დერეფნით ევროკავშირში გაზის ექსპორტს გააორმაგებს და მიწოდების მოცულობას წლიურად 20 მლრდ კუბურ მეტრამდე აიყვანს.

Reuters–ის ცნობით, როგორც კი დოკუმენტს ხელი მოეწერება, რომელიც ამ დროისთვის ღიაა ცვლილებებისთვის, ის დაუყოვნებლივ უნდა დაამტკიცონ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობებმა. ამასთან, აღინიშნება, რომ მემორანდუმი ევროკავშირის ძალისხმევის ნაწილია, რომელიც რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების შემცირებას ემსახურება.

დოკუმენტს ხელი ბაქოში მოეწერება, სადაც ევროკომისარი ენერგეტიკის საკითხებში კადრი სიმსონი ჩადის.

Reuters ხელმოსაწერად მომზადებული დოკუმენტის ერთ–ერთ მონაკვეთსაც ციტირებს: „მხარეები მიისწრაფვიან ორმხრივი ვაჭრობისკენ ბუნებრივი გაზით, მათ შორის ევროკავშირში გაზის სამხრეთის დერეფნით ექსპორტით, არანაკლებ 20 მლრდ კუბური მეტრის მოცულობით 2027 წლისთვის, კომერციული მიზანშეწონილობისა და საბაზრო მოთხოვნების შესაბამისად“.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები