ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
ბაზისბანკმა და შვეიცარიულმა ფონდმა BPN საქართველოს თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
14 ივლისი, 2022, 12:51
ბაზისბანკმა და შვეიცარიულმა ფონდმა BPN საქართველოს თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

თბილისი (GBC) - ბაზისბანკსა და შვეიცარიულ ფონდ  BPN საქართველოს შორის პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის  ფარგლებშიც ბანკის კლიენტებს, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს შესაძლებლობა მიეცათ მონაწილეობა მიეღოთ მეწარმეობის განვითარების პროგრამაში, ბიზნესის ადმინისტრირების, ქოუჩინგისა და ტრენინგების მიმართულებით ცოდნის ამაღლებაში.

„მიკრო და მცირე საწარმოების განვითარების პროგრამის“ ფარგლებში, BPN საქართველო უზრუნველყოფს ყველა მონაწილის კომპლექსურ მხარდაჭერას, მათი ბიზნესისა და ფინანსური გეგმების მომზადებას, რაც ასახავს მათ დაგეგმილ განვითარებას მომდევნო 3 წლის განმავლობაში. ჩაუტარებს საკონსულტაციო და ქოუჩინგ სესიებს, მათი ბიზნეს გეგმების განხორციელების და სემინარებში მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკაში დანერგვის უზრუნველსაყოფად. სამუშაო ადგილებზე მოინახულებს ყველა ბენეფიციარს, რათა დაინახოს მათი განვითარების სრული სურათი. ბაზისბანკი კი, პროგრამაში ჩართული მეწარმეებისთვის, უზრუნველყოფს საჭირო საკრედიტო პროდუქტების მიწოდებას.

მემორანდუმის ფარგლებში სვანეთში, კერძოდ მესტიაში, შეხვედრა გაიმართა ტურიზმის სექტორში მოღვაწე მეწარმეებთან, რომლებსაც შესაძლებლობა მიეცათ გასცნობოდნენ სხვადასხვა პროგრამებს და შვეიცარიის მაგალითზე დაყრდნობით გაეანალიზებინათ რა ფაქტორები შეიძლება გადაიქცეს სასტუმრო ბიზნესის წარმატების გარანტად. შეხვედრაზე გაანალიზებულ იქნა მესტიის რეგიონის ტურისტული პოტენციალი და განვითარების შესაძლებლობა, სექტორში არსებული გამოწვევები.

„დარწმუნებულები ვართ, რომ ბაზისბანკისა და BPN საქართველოს ერთობლივი ინიციატივა მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ადგილობრივი ბიზნესის წინსვლასა და ძლიერი მეწარმეობის შექმნაში. მხარს დაუჭერს ზრდის პოტენციალისა და სურვილის მქონე მცირე და საშუალო მეწარმეებს, რომელთაც დიდი წვლილის შეტანა შეუძლიათ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში.“ - განაცხადა ბაზისბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტების განყოფილების უფროსმა, ნიკოლოზ ნოზაძემ.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები