| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - ევროკომისიამ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს აზერბაიჯანთან გარიგება შესთავაზა ბუნებრივი გაზის იმპორტის მოცულობის გაზრდასთან დაკავშირებით. ამის შესახებ დოკუმენტის პროექტშია ნათქვამი, რომელიც სააგენტო REUTERS–მა გამოაქვეყნა.
ურთიერთგაგების მემორანდუმის პროექტი, რომელიც მთავრობების
მხარდაჭერას საჭიროებს, შეიძლება კიდევ შეიცვალოს და ევროკავშირის ძალისხმევის ნაწილს
წარმოადგენს, რომელიც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსულ გაზზე დამოკიდებულების
შემცირებას გულისხმობს.
„მხარეები მიისწრაფვიან გაზით ორმხრივი ვაჭრობის მხარდაჭერისკენ,
მათ შორის ევროკავშირში გაზის სამხრეთის დერეფნით წელიწადში არანაკლებ 20 მლრდ მ3 გაზის
მისაწოდებლად“, – ნათქვამია დოკუმენტში.
ტრანსადრიატიკის მილსადენით, რომელიც გაზის სამხრეთის
დერეფნის დამამთავრებელი მონაკვეთია, ევროპამ 2021 წელს 8 მლრდ მ3 აზერბაიჯანული გაზი
მიიღო.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss