ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მსოფლიო ამბები << უკან
„ხორბლის დერეფანი“ – მოლაპარაკების შედეგები და პერსპექტივები
14 ივლისი, 2022, 10:41
„ხორბლის დერეფანი“ – მოლაპარაკების შედეგები და პერსპექტივები

თბილისი (GBC) – უკრაინა, თურქეთი, გაერო და რუსეთი სტამბოლში 13 ივლისს გამართულ შეხვედრაზე უკრაინული ხორბლის ექსპორტის აღდგენის საკოორდინაციო ცენტრის შექმნაზე შეთანხმდნენ. თურქული მედიის ცნობით, ამის შესახებ თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აკარმა განაცხადა.

„უკრაინული ხორბლის ექსპორტის აღდგენის საკითხზე ოთხმხრივ შეხვედრაზე გადაწყდა საკოორდინაციო ცენტრის შექმნა, რომელიც სტამბოლში იფუნქციონირებს და აქვე იქნებიან მხარეების წარმომადგენლებიც“, – განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, მოლაპარაკებაზე ტექნიკური საკითხებიც შეათანხმეს. კერძოდ, მხარეებმა პორტებთან ტანკერების უსაფრთხოების საკითხები განიხილეს უკრაინის პორტებში და მარშრუტებზე.

„შემდეგ კვირაში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციები კვლავ შეიკრიბებიან თურქეთში და ყველა დეტალს განიხილავენ, ხოლო ჩვენ მიერ გაწეული სამუშაო დოკუმენტურად გამყარდება“, – აღნიშნა აკარმა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კი განაცხადა, რომ „ხორბლის დერეფნის“ ყველა დეტალს უახლოეს დღეებში გაეროსთან შეათანხმებს.

„უკრაინის დელეგაციამ მომახსენა, რომ გარკვეული პროგრესი არის. უახლოეს დღეებში დეტალებს გაეროს გენერალურ მდივანთან შევათანხმებთ“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

უკრაინის, თურქეთის, გაეროსა და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკება უკრაინული ხორბლის ზღვით ტრანსპორტირების უზრუნველყოფის საკითხზე, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული შეჭრის შედეგად დაიბლოკა, მოლაპარაკება სტამბოლში რამდენიმე საათს გრძელდებოდა.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები