ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
„თელავის ღვინის მარანი“: ევროს გაუფასურებას ექსპორტი არ შეუფერხებია
13 ივლისი, 2022, 16:20
„თელავის ღვინის მარანი“: ევროს გაუფასურებას ექსპორტი არ შეუფერხებია

თბილისი (GBC) – „თელავის ღვინის მარანი“ დამფუძნებელი ზურაბ რამაზაშვილი GBC-სთნ საუბრისას ევროს მიმართ ლარის მკვეთრს გამყარებას აფასებს და ამბობს, რომ სავალუტო ბაზარზე ასეთი ტენდენცია პროდუქციის ევროპაში ექსპორტზე ნეგატიურ გავლენას ახდენს.

მისი თქმით, ევროს გაუფასურება ევროზონაში ექსპორტს ცალსახად პრობლემას უქმნის, რადგან გაუფასურებული ევროთი ადგილობრივი ხარჯების გასტუმრება უწევთ. თუმცა, წარმოებისთვის საჭირო მთელ რიგ პროდუქციას და ნედლეულს ევროპაში ყიდულობენ, რაც გარკვეულწილად აკომპენსირებს კურსის სხვაობით გამოწვეულ დანაკარგებს.

მაგალითად, „თელავის ღვინის მარნის“ შემთხვევაში ბოთლის საცობი შემოდის პორტუგალიიდან, ბოთლი იტალიური და ფრანგული მასალაა, ასევე საფუარიც. ეს ყველაფერი გარკვეულწილად აკომპენსირებს გაუფასურებულ ევროს.

ზურაბ რამაზაშვილის თქმით, არის მრავალი სექტორი, რომლებსაც ევროს გაუფასურება დიდ პრობლემას შეუქმნის.

სებ–ის მიერ დაფიქსირებული ოფიციალური კურსის თანახმად, 13 ივლისს 1 დოლარიც და 1 ევროც 2,87 ლარი ღირს.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები