| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - მოლდოვას რესპბულიკის თავმჯდომარეობით სუამ–ის (საქართველო–უკრაინა–აზერბაიჯანი–მოლდოვა) 59–ე შეხვედრაზე, რომელიც 12–13 ივლისს ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა, გაერთიანების ფარგლებში პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების გზები განიხილეს.
ამის შესახებ ინფორმაცია სუამ–ის ოფიციალურ ვებგვერდზეა
განთავსებული.
ინფორმაციის თანახმად, მხარეებმა შეხვედრაზე სუამ–ის
ფორმატში პოლიტიკური ურთიერთქმედების საკითხები განიხილეს.
ასევე შეეხნენ საპარლამენტთაშორისო და დარგობრივ თანამშრომლობას
სუამ–ის ფარგლებში, მათ შორის ტრანსპორტის, ვაჭრობის, ენერგოუსაფრთხოების მიმართულებებით.
მხარეებმა ასევე განიხილეს პარტნიორ ქვეყნებთან და საერთაშორისო
ორგანიზაციებთან თანამშრომლობის განვითარება.
შეხვედრაში საქართველოს მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრის
მოადგილე თეიმურაზ ჯანჯალია მონაწილეობდა.
სუამ–ის შესახებ:
1997 წლის 10 ოქტომბერს, სტრასბურგში, ევროპის საბჭოს
სამიტის მსვლელობისას, ოთხი ქვეყნის (საქართველო, უკრაინა, აზერბაიჯანი და მოლდოვა)
მონაწილეობით დაფუძნდა სუამ-ის საკონსულტაციო ფორუმი.
2006 წლის 22-23 მაისს, კიევში გამართულ სუამ-ის მორიგ
სამიტზე, სუამ-ის გაერთიანების ბაზაზე შეიქმნა ახალი ორგანიზაცია - დემოკრატიისა და
ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია - სუამ-ი.
ახალი ორგანიზაციის შექმნა ოფიციალურად გაფორმდა სუამ-ის
ქვეყნების სახელმწიფო მეთაურთა მიერ კიევის შესაბამისი დეკლარაციის, ორგანიზაციის წესდებისა
და სხვა დამფუძნებელი დოკუმენტების ხელმოწერით.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss