ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
სარეზერვო ნორმა 60%-დოლარიზებულ პორტფელიან ბანკსაც გაუმკაცრდება
13 ივლისი, 2022, 12:57
სარეზერვო ნორმა 60%-დოლარიზებულ პორტფელიან ბანკსაც გაუმკაცრდება

თბილისი (GBC) - ბაზარი სებ-ის და ფინანსთა სამინისტროს  გადაწყვეტილების მოლოდინშია. ბანკების ზედამხედველი სავალუტო სესხის შეწონვის და წრფივი რეგულაციის კოეფიციენტებს შეცვლის თუ მთავრობა სავალუტო დაკრედიტების ₾200 000 ზღვარს აწევს. 


კრიზისის მიუხედავად ლარიზაცია  პრიორიტეტად რჩება.  კურსიდან მცირედი გადახვევაც არ განიხილება. 

 

თუ პანდემიის კრიზისის  გათვალისწინებით, წინა პრემიერის  რეკომენდაციით, სებ-მა კერძო  სექტორის მოთხოვნა გაითვალისწინა და 30%-მდე გაზრდილი  სარეზერვო მოთხოვნა 25%-მდე შეამცირა, ახლა მხოლოდ გამკაცრებას განიხილავს.

 

ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი იმედს იტოვებს, რომ  ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კომერციულ ბანკებს  უცხოურ ვაკლუტაში მოზიდულ სახრებზე სავალდებულო ნორმას 40%-მდე არ გაუზრდის. ძნელაძე შიშობს, რომ ეს  შესაძლოა არასაჭირო წნეხი გახდეს საფინანსო  ინსტიტუტებისთვის  ( ამის შესახებს ბიზნესპარტნიორშის განაცხადა)

 

მისივე თქმით, სავალუტო  დაკრედიტება , განაკვეთების გაზრდის გამო ისედაც ითოკება და მითუმეტეს ახლა  სებ-მა  გამკაცრების  ნაბიჯი არ უნდა გადადგას.  ამასთან  ინფლაციაზე წნეხი ,  მიწოდების მხრიდანაა, გაწყვეტილი ლოჯისტიკური ჯაჭვების გამო და არა მოთხოვნის მხრიდან.

 

სებ-ის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის გადასახედიდან კი წნეხი უკვე მოთხოვნის მხარესაც გადავიდა.

 

სებ-ის სტატისტიკით,  უცხოურ ვალუტაში მოზიდულ სახსრებზე რეზერვები შემცირებული.

1 ივლისისთვის  სავალდებულო რეზერვები  4.9 მლრდ ლარს შეადგენს (01.01.2022  – ₾ 5.1 მლრდ).

 

რეზერვების კლება, წრფივი რეგულაციის  შედეგია (დეპოზიტების დედოლარიზაცი სარეზერვო მოთხოვნა შემცირებული იმ ბანკისთვის, რომლის დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტი 40%-მდეა. და 25%-ია >70%-ის შემთხვევაში. არ არის გამორიცხული  სებ-მა ამ ნაწილში  გაამკაცროს, 40/70% ზღვარი დაწიოს.

 

ძნელაძის მოლოდინით, ლარიზაციის  ინტრუმენტები არა თუ შემსუბუქდება, უფრო  გაფართოვდება კიდეც. 

მიკრობანკს კი  ვალუტაში დაკრედიტების შესაძლებლობა არც ზღვრული მოცულობით მიეცემა.

 

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები