ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მსოფლიო ამბები << უკან
გერმანია რუსული ნახშირისა და ნავთობის იმპორტს წყვეტს
13 ივლისი, 2022, 11:55
გერმანია რუსული ნახშირისა და ნავთობის იმპორტს წყვეტს

თბილისი (GBC) - გერმანია რუსული ნახშირის იმპორტს 1–ლი აგვისტოდან, ხოლო ნავთობის – 31 დეკემბრიდან შეწყვეტს. ამის შესახებ გერმანიის ფინანსთა მინისტრის მოადგილემ იორგ კუკისმა სიდნეიში გამართულ კონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, რუსეთი გერმანიის ნახშირის ბაზარზე მოთხოვნას 40%–ით და ნავთობის ბაზარსაც ანალოგიური 40%–ით ამარაგებს.

„ნებისმიერმა, ვინც იცის მილსადენი „დრუჟბას“ ისტორია, რომელიც უკვე იყო საბჭოთა იმპერიის იარაღი აღმოსავლეთ ევროპაში, იცი, რომ ამ დამოკიდებულებისგან თავის დაღწევა არატრივიალური საკითხია, ჩვენ ამას რამდენიმე თვეში მივაღწევთ“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ, რომელსაც სააგენტო REUTERS ციტირებს.

მისივე თქმით, დღეს გერმანია ალტერნატიულ მიმწოდებლებს ეძებს და ესენი შეიძლება გახდნენ აშშ და კატარი. გერმანია გათხევადებული ბუნებრივი გაზის ტერმინალებსაც აშენებს. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ენერგორესურსების მიწოდების მხრივ ქვეყანას დიდი გარღვევა აქვს.

რუსეთიდან ნახშირის იმპორტის აკრძალვა ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების მეხუთე პაკეტში შევიდა, ხოლო ნავთობის იმპორტის აკრძალვა ანტირუსული სანქციების მეექვსე პაკეტშია შეტანილი.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები