| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - მსოფლიო ბანკის სატრასტო ფონდმა და აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) უკრაინას ბიუჯეტის მხარდასაჭერად $1,7 მლრდ–ის გრანტი გამოუყვეს.
USAID–ის წერილობით განცხადებაში ნათქვამია: „პრეზიდენტ ჯო ბაიდენის დაპირების ფარგლებში, რომელიც მან პრეზიდენტ ზელენსკის ბიუჯეტის მხარდაჭერასთან დაკავშირებით მისცა, USAID–მა აშშ–ის ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით უკრაინის მთავრობას დამატებითი საბიუჯეტო დახმარება გამოუყო $1,7 მლრდ–ის მოცულობით“.
განცხადებაში
აღნიშნულია, რომ უკრაინას დახმარება მსოფლიო ბანკის მეშვეობით გადაეცემა. ეს ფული უკრაინის
მთავრობას დაეხმარება რუსეთის აგრესიის გამო წარმოქმნილი საბიუჯეტო დეფიციტის დასაფარად.
ამ დახმარების წყალობით ბევრი ძირითადი საჭიროების დაკმაყოფილება გახდება შესაძლებელი,
განსაკუთრებით, სამედიცინო პერსონალის ხელფასების გაცემა.
USAID–მა
უკრაინას ძირითადი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად ჯამში $4 მლრდ გამოუყო.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss