| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – აშშ–ის ფინანსთა სამინისტროს ფინანსურ დანაშაულებთან ბრძოლის სააგენტომ (FinCEN) და მრეწველობისა და უსაფრთხოების ბიურომ (BIS) სომხეთი იმ ქვეყნების სიაში შეიყვანეს, რომელთა ტერიტორიების გამოყენებითაც შესაძლებელია აშშ–ის სანქციებს დაქვემდებარებული ტვირთების ექსპორტი რუსეთსა და ბელარუსში.4
„BIS–მა გადაზიდვების რამდენიმე საერთო პუნქტი განსაზღვრა, რომელთა გავლითაც, როგორც ცნობილია, გადის შეზღუდული ან კონტროლირებადი ექსპორტი, ვიდრეს ის საბოლოო დანიშნულების პუნქტს მიაღწევს რუსეთში ან ბელარუსში. ეს პუნქტები რიგ ქვეყნებს მოიცავს, მაგრამ არ ზღუდავს მათ: სომხეთი, საქართველო, ბრაზილია, ჩინეთი, ინდოეთი, ისრაელი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, მექსიკა, ნიკარაგუა, სერბეთი, სინგაპური, სამხრეთ აფრიკა, ტაივანი, ტაჯიკეთი, თურქეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და უზბეკეთი. ზოგიერთ შემთხვევაში კონტროლირებადი პროდუქცია შეიძლება კანონიერად ექსპორტირდეს ამ და სხვა იურისდიქციებში, როგორც ნედლეული სხვა მზა პროდუქციის მისაღებად. თუმცა, შემდგომში რუსეთში ან ბელარუსში ამ მზა პროდუქციის ექსპორტი დამატებითი გადაზიდვის პუნქტების მეშვეობით შესაძლოა აიკრძალოს. ცოტახნის წინ რუსეთთან და ბელარუსთან მიმართებით დაწესებულმა შეზღუდვებმა შესაძლოა გადაზიდვების ისტორიული სქემების ცვლილება გამოიწვიოს და BIS აქტიურად აკვირდება შესაბამის ინფორმაციას, მათ შორის BSA–ის (კანონი საბანკო საიდუმლოების შესახებ) ანგარიშებს, რათა ნებისმიერი ასეთი ცვლილება გამოავლინოს“, – ნათქვამია FinCEN–ისა და ამერიკის ვაჭრობის სამინისტროს განცხადებაში.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss