| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - საქართველომ და სომხეთმა ტვირთების გატარებისთვის საბაჟო ფორმალობები გაამარტივეს. საუბარია ინფორმაციის ელექტრონულ გაცვლაზე ოპერატიულ რეჟიმში.
რამდენიმე დღის წინ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს
შემოსავლების სამსახურის უფროსმა ლევან კაკავამ და სომხეთის შემოსავლების სახელმწიფო
კომიტეტის თავმჯდომარემ რუსტამ ბადასიანმა ხელი მოაწერეს პროტოკოლს „მონაცემების გაცვლის
ელექტრონული სისტემის წინასწარი სრული დანერგვის შესახებ“.
პროტოკოლი მხარეებს შესაძლებლობას აძლევს, უმოკლეს ვადებში
გაცვალონ ინფორმაციას ტვირთებისა და სატრანსპორტო საშუალებების შესახებ, რომლებიც ორი
ქვეყნის საზღვარზე გადაადგილდებიან.
საქართველო–სომხეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი
მოქმედებს და სომხეთი საქართველოს 10 ძირითად სავაჭრო პარტნიორს შორისაა.
საქართველოში სომხური კაპიტალით შექმნილი დაახლოებით
400 კომპანია ფუნქციონირებს, რომელთა მიმართულება, ძირითადად, სახმელეთო ტრანსპორტის
ლოგისტიკის სეგმენტია.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss