| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |
თბილისი (GBC) - მიმოქცევაში ეროვნული ვალუტის მოცულობა ივნისში 4.6 მლრდ-მდე გაიზარდა, რაც განაღდებებების მოცულობის მატებამ განაპირობა. შესაბამისად სისტემას (საბანკო სექტორი) 60 მლნ ლარის ლიკვიდობა დააკლდა. ფულის მასა (სარეზერვო ფული) კი 10.3 მლრდ-მდეა გაზრდილი.
ივლისში სისტემას
კიდევ 100 მლნ-მდე ლარის ლიკვიდობა გამოეცალა. ბოლო 10 დღეში ნაღდი ფული
მიმოქცევაში 4.7 მლრდ ლარამდე გაიზარდა. სებ-მა
Bmatch პლატფორმით ბაზარს 60 მლნ
ლარამდე ლიკვიდობა მიაწოდა (Bmatch-ზე წმინდა შესყიდვებმა $20 მლნ-ზე მეტი შეადგინა).
სებ-ის
სტატისტიკით, 1–ლი ივლისისთვის სებ-ში
ბანკების 5.674 მლრდ ლარის დეპოზიტებია, საიდანაც 4.9 მლრდ სავალდებულო
რეზერვებია (01.01.2022 – 5.8 მლრდ;
5.1 მლრდ, შესაბამისად).
აღნიშნული
მაჩვენებელი მოიცავს ბანკების საკორესპონდენტო ანგარიშებზე ნაშთებს და სავალდებულო
რეზერვებს.
რეზერვების
კლება, ივლისიდან, სავალუტო სახსრებზე სარეზერვო ნორმის შემსუბუქებით იხსნება.
რომლის მიზანი დეპოზიტების დოლარიზაციის შემცირება იყო. სარეზერვო
მოთხოვნა 25%/15%-დან 10%-მდე შემცირდა იმ ბანკისთვის, რომლის
დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტი 40%-ს აღემატება და საერთოდ ვერ სარგებლობს
თუ >70%-ია.
ბაზარი შიშობს,
რომ სავალუტო დაკრედიტების აჩქარების ჩასაცხრობად, განსაკუთრებით ევროს გაიაფების
რეალობაში, სებ-ი სარეზერვო ნორმას გაამკაცრებს. სებ-ს საჭიროების
შემთხვევაშის 30-40%-მდე გაზრა აქვს
გაცხადებული.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss