ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
გვენეტაძე ბიზნესასოციაციის წევრებს შეხვდა
8 ივლისი, 2022, 17:55
გვენეტაძე ბიზნესასოციაციის წევრებს შეხვდა

თბილისი  (GBC) - გლობალური გამოწვევები და მათი გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე, საპასუხო ქმედებები და სამომავლო ნაბიჯები - ეს იმ საკითხთა მცირე ჩამონათვალია, რომლებზეც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ ბიზნეს ასოციაციის წევრებთან შეხვედრისას ისაუბრა.

 

სებ-ის პრეზიდენტმა მიმოიხილა ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა, მაკროეკონომიკური ტენდენციები, არსებული გამოწვევები და ქვეყნის ცენტრალური ბანკის მაკრო-ფინანსური პოლიტიკა. ამასთან, მან ხაზი გაუსვა გლობალურ გამოწვევას - ინფლაციას და ასოციაციის წევრებს დეტალურად გააცნო ფასების ზრდის ძირითადი მიზეზები.

 

"როგორც იცით, საქართველოს ეროვნული ბანკის ერთ-ერთი პრიორიტეტი გამჭვირვალობაა, რასაც არაერთი საერთაშორისო ორგანიზაცია ადასტურებს. ჩვენი ნაბიჯები, ბანკის მანდატის ფარგლებში, ყოველთვის საზოგადოების კეთილდღეობაზეა გათვლილი. რეგულარულად ვმართავ შეხვედრებს სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებთან, რათა უფრო დეტალურად ავუხსნა მათ ამა თუ იმ გადაწყვეტილების შედეგი. ბიზნეს ასოციაციის წევრებს გარკვეული პერიოდულობით ვხვდები, რადგან აუცილებლად მიმაჩნია მათ ჰქონდეთ სწორი მოლოდინები და გასაგები იყოს გლობალურ ეკონომიკაში მიმდინარე პროცესების შედეგი საქართველოს ეკონომიკაზე", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

 


მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები