ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ინფლაციის ტრენდი ცვალებადია, სებ-ის პროგნოზი უცვლელი
8 ივლისი, 2022, 15:42
ინფლაციის ტრენდი  ცვალებადია, სებ-ის პროგნოზი უცვლელი

თბილისი (GBC) - სებ-ი  ეკონომიკის ზრდის 4.5%-იან პროგნოზს აგვისტოში გაზრდის, როცა მაკროეკონომიკური მაჩვენებლებს განაახლებს, მპკზე . 

 

სებ-ის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის თქმით, დროის მოკლე განაკვეთში ინფლაციასთან დაკავშირებით ბევრი ცვლილება ხდება. გვენეტაძის განცხადებით, ინფლაციაზე პროგნოზი რჩება იგივე.

 

„შემიძლია ვთქვა, რომ იმ შედეგებიდან გამომდინარე, რაც აქამდე გვაქვს და ტრენდების გათვალისწინებით, ეკონომიკური ზრდის პროგნოზი, დიდი ალბათობით, გაზრდის მიმართულებით გადაიხედება. რაც შეეხება ინფლაციას, აქაც ბევრი ცვლილებები ხდება, ნავთობის ფასები წინა კვირაში შემცირდა, იქიდან გამომდინარე, რომ ყველა ელოდება, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური რეზერვები გააგრძელებს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას, რამაც შეიძლება, გლობალური რეცესია გამოიწვიოს და რაც იმოქმედებს ნავთობის ფასებზე. ნავთობის ფასების შემცირება გარკვეული პერიოდის შემდეგ საქართველოშიც აისახება, დაუყოვნებლივ არა, მაგრამ რაღაც პერიოდში აისახება. ამ ფაქტორების გაანალიზებასაც გავაკეთებთ. ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ, რომ ის პროგნოზი, რომელიც გვაქვს ინფლაციასთან დაკავშირებით, არის იგივე. დროის მოკლე განაკვეთში ბევრი ცვლილებები ხდება, რთული სათქმელია, როგორ მოხდება განახლება“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები