| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ღრმა ეკონომიკურ კრიზისში ჩაფლული შრი-ლანკის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინს საწვავის შეძენაში დახმარებას სთხოვს.
შრი–ლანკის დამოუკიდებლობის ისტორიაში ეს ყველასზე
დიდი კრიზისია. ბოლოს ქვეყანა მსგავს სიტუაციაში 1948 წელს აღმოჩნდა, როდესაც ბრიტანეთისგან
დამოუკიდებლობა მოიპოვა.
ქვეყნის პრეზიდენტი გოტაბაია რაჯაპაქსა აცხადებს,
რომ პუტინთან ,,ძალიან პროდუქტიული საუბარი’’ ჰქონდა.
რაჯაპაქსა ამ გადაწყვეტილებამდე მას შემდეგ
მივიდა, რაც ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრმა
გააფრთხილა საწვავის მარაგის ამოწურვის შესახებ.
ოთხშაბათს ასობით ადამიანი გამოვიდა დედაქალაქ კოლომბოს
ქუჩებში მთავრობის საწინააღმდეგო პროტესტის ნიშნად.
რაჯაპაქსამ ასევე განაცხადა, რომ მან „თავმდაბლურად სთხოვა“ პუტინს
ფრენების აღდგენა
მოსკოვსა და კოლომბოს შორის.
”ჩვენ ერთხმად შევთანხმდით, რომ ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება აუცილებელია
ისეთ სექტორებში, როგორებიცაა ტურიზმი და ვაჭრობა’’, - დასძინა მან.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss