ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
ბაზისბანკის ფინანსური მხარდაჭერით, დადიანების სასახლე გამოფენას უმასპინძლებს
7 ივლისი, 2022, 15:42
ბაზისბანკის ფინანსური მხარდაჭერით, დადიანების სასახლე  გამოფენას უმასპინძლებს

თბილისი (GBC) - ბაზისბანკის ფინანსური მხარდაჭერით, დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი, უფლისწულ ნიკო დადიანის სასახლეში, საკუთარი კოლექციის გამოფენას - ,,გერმანელი მხატვრები და კავკასია“ პარასკევიდან, 8 ივლისიდან გამართავს.

გამოფენის სტუმრები გაეცნობიან XIX საუკუნის გერმანელი მხატვრების - ფრიდრიხ ფრიშის, გეორგ ტიმმის, ედუარდ ჰაუს, ფრანც კრიუგერის და ადალბერტ ვააგენის ნამუშევრებს. საგამოფენო სივრცეში გამოიფინება მათ მიერ შესრულებული კავკასიის პეიზაჟები, ტიპაჟები და მათი თვალით დანახული XIX საუკუნის მეორე ნახევრის საქართველო.

ღონისძიებაზე, დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ექნებათ, შეიძინონ კატალოგი - ,,გერმანელი მხატვრები და კავკასია. კატალოგი გერმანელი მხატვრების იმ ნამუშევრებს აერთიანებს, რომლებიც დაცულია დადიანების მუზეუმში, ეროვნულ მუზეუმსა და საქართველოში კერძო კოლექციებში.

გამოფენა, 2022 წლის 8 ივლისს 17.00 საათზე გაიხსნება და 4 აგვისტომდე გასტანს.

ბაზისბანკი აქტიურად არის ჩართული ქართულ სახელოვნებო ცხოვრებაში და მსგავსი ტიპის თანამშრომლობით, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს კულტურის სხვადასხვა დარგის განვითარებაში. დარწმუნებული ვარ, გამოფენის სტუმრები, დადიანების სასახლის ამ უმშვენიერეს გარემოში, სიამოვნებით ეზიარებიან გერმანელი ხელოვანების მიერ დანახულ და ტილოზე გადატანილ XIX საუკუნის საქართველოს. - აღნიშნა ბაზისბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, თამარ ხადურმა.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები