ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
BBC: ჯონსონი თანამდებობას ტოვებს, ოღონდ პირობით
7 ივლისი, 2022, 12:42
BBC: ჯონსონი თანამდებობას ტოვებს, ოღონდ პირობით

თბილისი (GBC) - დიდი ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრი ბორის ჯონსონი დათანხმდა თანამდებობის დატოვებას, ოღონდ იმ პირობით, რომ თავის სავარძელს მანამდე დაიკავებს, ვიდრე შემოდგომაზე ახალ ლიდერს არ აირჩევენ.

ამის შესახებ BBC იუწყება.

„მას სურს, რომ ახალი ლიდერი ტორი პარტიის კონფერენციისთვის დაინიშნოს. მას სწორედ ამ მომენტამდე სურს პრემიერ–მინისტრის თანამდებობაზე დარჩენა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

გასულ კვირაში ბრიტანეთში სკანდალი აგორდა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ თემთა პალატაში მმართველი კონსერვატიული პარტიის მთავარი ორგანიზატორის მოადგილემ კრის პინჩერმა ლონდონში კონსერვატორების ელიტურ კლუბში „კარლტონ“ ნასვამ მდგომარეობაში დებოში მოაწყო.

იგი ორი კაცის მიმართ სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულეს. მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს პირველი შემთხვევა არ ყოფილა და პინჩერს მანამდეც ადანაშაულებდნენ მსგავს ქმედებებში. 

ამ სკანდალმა ბრიტანეთის მთავრობაში გადადგომების მთელი ტალღა ააგორა. კერძოდ, მთავრობა 54–მა მინისტრმა დატოვა.


მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები