ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მსოფლიო ამბები << უკან
რუსეთმა ყაზახეთი დასაჯა: თოყაევი ტრანსკასპიურ მიმართულებაზე გადადის
7 ივლისი, 2022, 12:26
რუსეთმა ყაზახეთი დასაჯა: თოყაევი ტრანსკასპიურ მიმართულებაზე გადადის

თბილისი (GBC) - ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ–ჟომარტ თოყაევმა ტრანსკასპიური მარშრუტის ოპტიმალური ვარიანტის შემუშავების დავალება გასცა, ნათქვამია პრეზიდენტის პრეს–სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პრეს–რელიზის თანახმად, თოყაევის ხელმძღვანელობით გამართულ თათბირს მთავრობის წევრები, პროფილური სამინისტროებისა და უწყებების ხელმძღვანელები და ქვეყნის სატრანსპორტო–სატრანზიტო პოტენციალის განვითარებაზე მომუშავე ეროვნული კომპანიების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

თოყაევის თქმით, გეოპოლიტიკურმა ვითარებამ და სასანქციო დაპირისპირებამ ტრადიციული სატრანსპორტო–ლოგისტიკური ჯაჭვი გაწყვიტა.

თათბირზე ხაზი გაესვა კომუნიკაციისა და ტვირთების მიწოდების ალტერნატიული მარშრუტების, მიწოდების დივერსიფიცირების აუცილებლობას.

ყაზახეთის ლიდერმა უმნიშვნელოვანეს ამოცანებს შორის ნავთობის მიწოდების დივერსიფიცირება დაასახელა.

„პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს ტრანსკასპიური მარშრუტი. კაზმუნაიგაზმა მოამზადოს მისი რეალიზების ოპტიმალური ვარიანტი მოამზადოს, მათ შორის თენგიზის საბადოზე ინვესტიციების მოზიდვის ჩათვლით“.

მანამდე, ხუთშაბათს დილით, გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმად რუსეთმა შეწყვიტა ყაზახური ნავთობის ტრანზიტი ევროპაში კასპიის მილსადენის კონსორციუმის მეშვეობით. ასეთი გადაწყვეტილება რუსეთის საპორტო ქალაქ ნოვოროსიისკის სასამართლომ მიიღო და მიზეზადაც პორტში მომხდარი შტორმის გამო ტერმინალის დაზიანება და ეკოლოგიური საფრთხეები დაასახელა. 

კონსორციუმი სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს, თუმცა მანამდე ვალდებულია, მას დაემორჩილოს. 

ამ მიმართულებაზე ყაზახეთიდან ექსპორტირებული ნავთობის 80% – 67 მლნ ტონა მოდის წელიწადში. 

ტრანსკასპიურ მარშრუტზე ექსპორტის გადამისამართების შემთხვევაში, ბაქო–თბილისი–ჯეიჰანის მილსადენში ყაზახეთის კვოტა წელიწადში 4 მლნ ტონა ნავთობს შეადგენს.


მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები