| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - „დსთ+“ რეგიონის ქვეყნებში მიმდინარე წელს ზრდის ტემპი ნავარაუდევზე დაბალი იქნება – ამ ქვეყნების ეკონომიკები აწყდებიან როგორც ინფლაციის ზრდას, ისე საქმიანი აქტივობის ვარდნას. უკრაინა, რუსეთი და ბელარუსი წლის განმავლობაში რეცესიაში დარჩებიან, ფიქრობენ ეკონომისტები, რომლებიც Focus Economics–მა გამოჰკითხა. გამოკვეთილ ზრდას შეინარჩუნებენ საქართველო, ყაზახეთი, აზერბაიჯანი და უზბეკეთი.
რეგიონის ქვეყნების ჯამური მშპ მიმდინარე წელს 8,3%–ით შემცირდება, ნათქვამია Focus Economics ივლისის კონსენსუს–პროგნოზში (რეგიონში იგულისხმება არა მხოლოდ დსთ–ის წევრი ქვეყნები, არამედ საქართველო, უკრაინა და თურქმენეთიც). ყველაზე მეტს უკრაინის ეკონომიკა დაკარგავს, რეცესიაში იქნება რუსეთის ეკონომიკაც, დანარჩენი ქვეყნები კი იგრძნობენ ფულადი გზავნილების შემცირებას, საგარეო მოთხოვნის დაწევას და მზარდ ინფლაციას, ამბობენ ანგარიშის ავტორები.
უკრაინის ეკონომიკა, Focus Economics–ის მიერ გამოკითხული ექსპერტების თქმით, წელს 35,3%–ს დაკარგავს – ასეთ მკვეთრ ვარდნას გამოიწვევს ექსპორტის შემცირება, ინფრასტრუქტურის ნგრევა და მოსახლეობის გადინება. რუსეთთან საომარ მდგომარეობაში მყოფ ქვეყანაში ინფლაცია მაისში 18%–მდე გაიზარდა და პროდუქციის დეფიციტი, გრივნას გაუფასურება და ნედლეულზე ფასების მატება კიდევ უფრო გაზრდის მას.
ექსპერტების შეფასებით, რუსეთის ეკონომიკა წელს დაახლოებით 6,9%–ს დაკარგავს. სანქციების გაფართოება კიდევ უფრო იზოლირებულს გახდის რუსეთს და ეს ხანგრძლივ პერსპექტივაში აისახება მასზე.
გაზრდილია ყაზახეთის ეკონომიკის ზრდის პროგნოზი – 2,7–დან 3,1%–მდე. ამას ნავთობზე მაღალი ფასები და მომსახურების სექტორის ზრდა განაპირობებს.
მშპ–ის ყველაზე მაღალი ზრდის პროგნოზი საქართველოს აქვს – 4,1%. შემდეგ მოდიან აზერბაიჯანი – 4% და უზბეკეთი – 4%. თუმცა ამ ქვეყნებშიც მნიშვნელოვნად ჩამორჩება ეკონომიკური ზრდა გასული წლის მაჩვენებლებს. ასევე, ამ ქვეყნებშიც დაჩქარდება ინფლაცია და წლიურად საქართველოსა და აზერბაიჯანში იქნება 11,6%, ხოლო უზბეკეთში – 11,4%.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss