| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) პროგნოზი მსოფლიო ეკონომიკაში მოსალოდნელ პროცესებთან დაკავშირებით უარესდება, 2023 წლისთვის რეცესიის რისკები გაიზარდა. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ს სსფ–ის ხელმძღვანელმა კრისტალინა გეორგიევამ უთხრა.
„აპრილში ჩვენი ბოლო განახლების შემდეგ პერსპექტივები მნიშვნელოვნად გაუარესდა. ...ეს იქნება რთული 2022 წელი, მაგრამ შესაძლებელია, კიდევ უფრო მძიმე იყოს 2023“, – თქვა გეორგიევამ და დასძინა, რომ მომავალი წლისთვის რეცესიის რისკები გაიზარდა.
გეორგიევას თქმით, უახლოეს პერიოდში სსფ შეამცირებს თავის პროგნოზებს მიმდინარე წელს მსოფლიო ეკონომიკის ზრდასთან დაკავშირებით: აპრილში იყო 3,6%–ით დონეზე, იანვარში – 4,4% და ეს უკვე მესამე ცვლილება იქნება პროგნოზებში 2022–ის განმავლობაში. გასული წლის შედეგების თანახმად მსოფლიო ეკონომიკა 6,1%–ით გაიზარდა. 2022–ის მორიგი პროგნოზის გამოქვეყნება ივლისის ბოლოს იგეგმება.
გლობალური ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის ვარდნის მიზეზებს შორის გეორგიევა საყოველთაოდ გავრცელებულ ინფლაციას, საპროცენტო განაკვეთების არსებით ზრდას, ჩინეთისა და რუსეთის ეკონომიკების შენელებას და უკრაინასთან დაკავშირებით ესკალაციასა და სანქციებს ასახელებს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss