| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) – რუსული ენერგოგიგანტი გაზპრომი ტექნიკური დეფოლტის ზღვარზეა. გაზის მონოპოლისტის ობლიგაციების საგადახდო ოპერატორი Citigroup აჩერებს ქაღალდებზე გადახდებს სასანქციო რეჟიმთან შესაბამისობის შემოწმების გამო, წერს Bloomberg ფასიანი ქაღალდების მფლობელებსა და წყაროებზე დაყრდნობით, რომლებიც ამერიკულ საფინანსო ორგანიზაციასთან არიან დაახლოებული.
გამოცემის ცნობით, სახელმწიფო კომპანიამ ჯერ კიდევ გასულ კვირაში გადარიცხა მთელი თანხა, რაც ნიშნავს, რომ ემიტენტის გადახდისუნარიანობა ეჭვებს არ ბადებს. საუბარია $15 მლნ–ის ობლიგაციების დაფარვაზე, რომლებიც დოლარშია ნომინირებული და შვეიცარიულ ფრანკში ნომინირებული ობლიგაციები, რომელთა ღირებულება $8 მლნ–ს შეადგენს. თუმცა, ეს ფული ფასიანი ქაღალდების მფლობელთა ანგარიშებზე ჯერ არ დარიცხულა. ორივე გამოშვების ფასიან ქაღალდებზე დაფარვის საშეღავათო პერიოდი არსებობს, რომლის ხანგრძლივობაა 14 დღე.
Bloomberg–ის ცნობით, უკრაინაზე რუსეთის შეიარაღებული თავდასხმის შემდეგ მანამდე გამოშვებული და უცხოურ ვალუტაში ნომინირებული ფასიანი ქაღალდების დაფარვა უპრობლემოდ ხორციელდებოდა. გაზპრომმა ასევე მთლიანად დაფარა $1,3 მლრდ–ის მოცულობის ფასიანი ქაღალდების ერთი გამოშვება.
გაზპრომზე აშშ–სა და ევროკავშირის სანქციები ვრცელდება. შვეიცარიას რუსული გიგანტისთვის შეზღუდვები არ დაუწესებია.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss