| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - მიკრობანკის სტატუსი მისოებს ისეთ პრობლემებს მოუგვარებს, როგორიცაა სესხების მოცულობის გაზრდა და ტრანზაქციების დამოუკიდებლად განხორციელება. აღნიშნული ინიციატივა ორგანიზაციებს საშუალებას მისცემს უფრო იაფი სესხი გასცეს. ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ ბიზნეს პალიტრას ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ფინანსებზე ხელმისაწვდომობაში. საფინანსო ორგანიზაციების ფილიალების 30% მიკროსაფინანსო სექტორზე მოდის.
ლეჟავას განცხადებით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე მოთხოვნა საკმაოდ დიდია. მისოებს აქვთ შეზღუდული შესაძლებლობები.ტრანზაქციების განხორციელება მხოლოდ კომერციული ბანკების საშუალებით ახერხებენ. სესხის გაცემის ლიმიტი 100 000 ლარზე მეტი არ აქვთ, ამიტომ ვერ ახერხებენ სავალუტო სესხების გაცემას. უცხოური კაპიტალის მოძიება დოლარში უწევთ და ლარში კონვერტირებისას დამატებითი ხარჯი აქვთ.
მიკრობანკად გარდაქმნის ძირითადი პირობა მისოებისთვის არის შემდეგი - სასესხო პორტფელის მინიმუმ 50% ბიზნეს სესხებზე უნდა მოდიოდეს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss