| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - 2022 წლის 20 ივნისს გამართულ
Bank of Georgia Group PLC-ის (BOGG) წლიურ საერთო
კრებაზე, აქციონერებმა 2021 წლის მოგებიდან საბოლოო
დივიდენდის გადახდა
დაამტკიცეს.
ჯგუფი თითო
ჩვეულებრივ აქციაზე
2.33 ლარს გადაიხდის
ფუნტ სტერლინგში. გადახდის დღედ
კი 14 ივლისი
განისაზრვრა.
საქართველოს ეროვნული
ბანკის ლარი/ფუნტი სტერლინგის საშუალო გაცვლითი
კურსი 2022 წლის
27 ივნისიდან 1 ივლისის
ჩათვლით 3,5858 იყო,
რასაც ჯგუფი
დივიდენდის გადასახდელად გამოიყენებს.
ჯგუფს გასული
წლის შემოდგომაზე, უკვე გადახდილი
აქვს 1.48
ლარი თითო
აქციაზე, 2021 წლის
ნახევარწლიური დივიდენდის სახით (2021 წლის 30 ივნისის ჩათვლით),
საერთო ჯამში
70.4 მლნ ლარის
ოდენობით.
ხოლო, წლის მეორე ნახევრისთვის დივიდენდის თანხა,
მოსალოდნელზე მაღალი
დაკრედიტების ზრდის
გათვალისწინებით, გაზრდილია
2.33 ლარამდე თითო
აქციაზე (ჯამურად
2021-ის - 3.81 ლარი
თითო აქციაზე).
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss