| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - რუსეთის მთავრობასთან არსებული საფინანსო უნივერსიტეტისა და ეროვნული ენერგოუსაფრთხოების ფონდის ექსპერტი იგორ იუშკოვი ყაზახეთის შეცდომად აფასებს ნავთობის დასავლეთში ექსპორტირებას. მისი თქმით, „ყაზახეთი ვერ შეძლებს ნავთობის ევროპაში გატანას. მეტიც, კასპიის მილსადენის კონსორციუმის შტორმით დაზიანების გამო გაჩერება ენერგორესურსების ბაზარზე აისახება. უფრო მარტივი იქნება, თუ ყაზახები შეთანხმდებიან ჯარიმის დაფარვაზე და მუშაობის ნორმალურ რიტმს დაუბრუნდებიან“.
რუსი ექსპერტის თქმით,
„თუ ნურ–სულთანი არ მოისურვებს მოსკოვთან თანამშრომლობას, რეალურია ნავთობის გადამისამართება
ბაქო–თბილისი–ჯეიჰანის მილსადენში. ასეთ შემთხვევაში მას ჯერ ნავთობის ტანკერში ჩატვირთვა
მოუწევს, შემდეგ ბაქოში გადმოტვირთვა და თურქეთში გადატუმბვა. იქ კვლავ ტანკერებში
ჩატვირთვა და კლიენტებამდე გადაზიდვა, მაგალითად ხმელთაშუა ზღვაში“.
ექსპერტი დარწმუნებულია, რომ ამ პერსპექტივით ყაზახეთს
ნავთობის ექსპორტი, რუსული მილსადენებით გადაზიდვასთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაუძვირდება.
ყაზახეთისთვის ნედლი ნავთობი ნომერ პირველი საექსპორტო
პროდუქტია. 2020 წელს ყაზახეთმა $25 მლრდ-ის ნედლი ნავთობი გაიტანა ექსპორტზე. ნედლი ნავთობის
ექსპორტში ყაზახეთი მსოფლიოში მე-9 პოზიციას იკავებს. 2020 წელს ყაზახეთმა ნავთობის
ექსპორტი შემდეგ ქვეყნებში განახორციელა: იტალია - $6.5მლრდ; ნიდერლანდები - $2.6მლრდ;
ინდოეთი - $1.8 მლრდ; საფრანგეთი - $1.6 მლრდ; საბერძნეთი - $1.3 მლრდ.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss