ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
„გალტ & თაგარტის“ ხელშეწყობით „კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამაში“ 21 კომპანია დარეგისტრირდა
6 ივლისი, 2022, 14:05

თბილისი (GBC) - ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) კაპიტალის და ფინანსური ბაზრების განვითარების გუნდის ჩართულობით და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით „კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა“ გრძელდება, რომელშიც, „გალტ & თაგარტის“ მხარდაჭერით 21 კომპანია ჩაერთო.  პროექტის მთავარ მიზანს კი საქართველოში კაპიტალის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას „გალტ & თაგარტი“ ავრცელებს.

„გალტ ენდ თაგარტისა“ და BDO Georgia-ს ხელმძღვანელობით, პროგრამის პირველი ეტაპი ქართული კაპიტალის ბაზრების პოტენციალის და იმ ბარიერების კვლევას დაეთმო, რომლებიც კომპანიებისთვის კაპიტალის ბაზრებზე წვდომას აფერხებს. პროგრამის მომდევნო ეტაპზე კი, თანადაფინანსების სქემაში მონაწილეობის მისაღებად 12 სხვადასხვა სექტორიდან 21 მოწინავე კომპანია დარეგისტრირდა. მათგან 10-მდე გამარჯვებული კანდიდატი შეირჩევა.

პროგრამაზე დარეგისტრირებული კომპანიების მიერ ჯამურად დაგეგმილი ემისიის მოცულობა 800-900 მილიონი ლარია. რამაც შესაძლოა საქართველოს კაპიტალის ბაზარზე არსებული ფასიანი ქაღალდების მოცულობა ₾520 მილიონიდან ₾1.3-1.4 მილიარდამდე გაზარდოს.

პროექტის მომდევნო ეტაპი კაპიტალის ბაზრის წახალისების მექანიზმის დანერგვას ითვალისწინებს. კონკრეტულად, პროგრამა შერჩეულ კომპანიებს სავალო ან/და წილობრივი საჯარო ფასიანი ქაღალდების გამოშვების გზით, კაპიტალის ბაზრის ათვისებაში დაეხმარება. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული კომპანიები ფასიანი ქაღალდების გამოშვებასთან დაკავშირებული ხარჯების თანადაფინანსებით ისარგებლებენ.  

“მოხარული ვართ, რომ EBRD-ისა და ევროკავშირის მხარდაჭერით, გვეძლევა შესაძლებლობა BDO Georgia-სთან ერთად ჩვენი წვლილი შევიტანოთ მსგავსი მნიშვნელობის ინიციატივის განხორციელებაში. პროექტით დაინტერესებულთა რიცხვმა მოლოდინს გადააჭარბა. სასიხარულოა, რომ მონაწილეობის სურვილი 12 სხვადასხვა სექტორის 21-მა მოწინავე კომპანიამ გამოხატა. მნიშვნელოვანია, რომ პროგრამის მხარდაჭერით, წარმატებული ემისიის შემთხვევაში, საქართველოს კაპიტალის ბაზარზე შესაძლოა 15 ახალი ემიტენტი გამოჩნდეს. ეს მართლაც მნიშვნელოვანი მოვლენაა საქართველოს კაპიტალის ბაზრისთვის, თუ გავითვალისწინებთ, რომ გასული წლის მდგომარეობით საქართველოს კაპიტალის ბაზარზე ჯამში 12 კორპორატიული ემიტენტი იყო. ასევე მნიშვნელოვანია, რომ პროექტი ხელს შეუწყობს საქართველოს კაპიტალის ბაზარზე პირველი მწვანე და სოციალური პასუხისმგებლობის მიზნობრიობის ობლიგაციების გამოშვებას. გვჯერა, აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვნად წაახალისებს საქართველოში როგორც კაპიტალის ბაზრებთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლებას, ასევე ბაზარზე ახალი მოთამაშეებისა და ემისიების გამოჩენას “, – განაცხადა „გალტ ენდ თაგარტის“ მმართველმა დირექტორმა, ოთარ შარიქაძემ. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები