ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
თურქეთის ექსპორტმა საქართველოში 6 თვეში $897 მლნ–ს გადააჭარბა
6 ივლისი, 2022, 13:15
თურქეთის ექსპორტმა საქართველოში 6 თვეში $897 მლნ–ს გადააჭარბა

თბილისი (GBC) – თურქეთის ექსპორტი მეზობელ ქვეყნებში – ბულგარეთში, საქართველოში, ერაყში, ირანში, სირიაში და საბერძნეთში იანვარ–ივნისში 25,4%–ით გაიზარდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და $11,448 მლრდ შეადგინა. ამის შესახებ თურქული სააგენტო ანადოლუ ვაჭრობის სამინისტროსა და თურქეთის ექსპორტიორთა ასამბლეაზე დაყრდნობით წერს.

აღნიშნულ ქვეყნებში თურქულმა ექსპორტმა 2021 წლის იანვარ–ივნისში ექსპორტმა $9,13 მლრდ შეადგინა. წლის პირველ ნახევარში თურქეთის მთლიანი ექსპორტი $126 მლრდ–მდეა გაზრდილი.

თურქეთის სამეზობლოში ექსპორტის წილით საქართველო ($897 740 000) მეოთხე ადგილზეა ბულგარეთის ($2 265 144 000), საბერძნეთის ($1 558 737 000) და ირანის ($1 159 680 000) შემდეგ. ხუთეულს კი სირია კრავს $729,9 მლნ–ით.

საანალიზო პერიოდში თურქეთის ექსპორტი ყველაზე მეტად – 39,1%–ით ბულგარეთში გაიზარდა, მეორე ადგილზეა საქართველოს მიმართულება – 37,6%–ით და მესამეზე ერაყი – 24,1%–ით.

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები