ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
მაისში საბანკო დეპოზიტები 4,6%–ით გაიზარდა
6 ივლისი, 2022, 11:25
მაისში საბანკო დეპოზიტები 4,6%–ით გაიზარდა

თბილისი (GBC) - საქართველოს საბანკო სექტორის სადეპოზიტო ვალდებულებები მაისში წლიურად 2.04 მლრდ ლარით (თვიურად 145.5 მლნ ლარით) გაიზარდა და 37.4 მლრდ ლარი შეადგინა. ეროვნული ვალუტის დეპოზიტების მატების გავლენით, სადეპოზიტო ვალდებულებები წლიურად 5.8%-ით გაიზარდა. კერძოდ, მაისში წინა თვესთან შედარებით, ლარის სადეპოზიტო ვალდებულებები 689.4 მლნ ლარით (4.6%-ით) გაიზარდა და 15.8 მლრდ ლარი შეადგინა. ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) თვის მიმოხილვაშია ნათქვამი.

სებ–ის მიმოხილვის თანახმად, აღნიშნული ზრდა, როგორც იურიდიული ასევე ფიზიკური პირების დეპოზიტების მატებამ განაპირობა. ამავდროულად, საბანკო სისტემის დეპოზიტებს სამთავრობო სექტორის დეპოზიტებიც ზრდიდა. რაც შეეხება უცხოური ვალუტის დეპოზიტებს, შემცირდა როგორც ფიზიკური პირების, ასევე იურიდიული პირების დეპოზიტების მოცულობა, რაც მეტწილად გაცვლითი კურსის გამყარების ასახვაა.

 

სებ–ის ცნობით, მაისში დეპოზიტების საშუალო შეწონილი (მთავრობის გარეშე) საპროცენტო განაკვეთები წინა თვესთან შედარებით 0.2 პპ-ით შემცირდა და 5.3% შეადგინა. ეროვნული ვალუტით დეპოზიტებზე საშუალო შეწონილი წლიური საპროცენტო განაკვეთი 0.1 პპ-ით შემცირდა და 8.0% შეადგინა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემულ დეპოზიტებზე - 0.1 პპ-ით, 0.8%-მდე გაიზარდა. აღსანიშნავია, რეზიდენტების ვადიანი დეპოზიტების საპროცენტო განაკვეთების ზრდა, რაც მეტწილად ლარის ვადიანი დეპოზიტების საპროცენტო განაკვეთის მატებამ განაპირობა. კერძოდ, ლარის დეპოზიტების საპროცენტო განაკვეთმა წინა თვესთან შედარებით 0.4 პპ-ით მოიმატა და 12% შეადგინა, ხოლო ევროსა და დოლარის ვადიანი დეპოზიტების საპროცენტო განაკვეთები შესაბამისად 0.2 და 0.3 პპ-ით, 1% და 1.2%-მდე გაიზარდა.

 

უცხოური და ეროვნული ვალუტის დეპოზიტების ზრდის ტემპებიდან გამომდინარე, დეპოზიტების დოლარიზაცია, 2022 წლის მაისში 1.7 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 57.9%-ს შეადგენს. მაისის ბოლოს, იურიდიული და ფიზიკური პირების დეპოზიტების დოლარიზაცია, შესაბამისად, 45.4%-ს და 72.5%-ს შეადგენდა.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები