| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - დმანისის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში კომპანია ,,ნოვო კონსტრაქშენი’’ ერთადერთი მონაწილეა, რომელმაც სოფელ ირგანჩაიში მერიის შენობა, სამედიცინო ამბოლატორია და სარიტუალო დარბაზის მშენებლობა უნდა განახორციელოს. „ნოვო კონსთრაქშენი“ ამ სამუშაოებს 947 ათას ლარად შეასრულებს. წინადადებების მიღება 4 ივლისს დასრულდა.
ტენდერის დოკუმენტაციის მიხედვით, კანდიდატი ვალდებულია
სამუშაოები ხელშეკრულების დადებიდან 550 დღეში დაასრულოს.
დოკუმენტაციის მიხედვით, პრეტენდენტს უნდა ჰქონდეს ანალოგიური ტიპის, ხასიათის
და სირთულის სამუშაოების შესრულების გამოცდილება.
2019 წლის პირველი იანვრიდან მოცემული ტენდერის
გამოცხადების დღემდე, პრეტენდენტის მიერ ფაქტობრივად შესრულებული ანალოგიური ტიპის,
ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოების ღირებულებების ჯამი უნდა იყოს არანაკლებ
430283 ლარისა.
კომპანია „ნოვო კონსტრაქშენი“ ეკუთვნის კომპანია ,,ნოვო
დეველოპმენტს’’, რომელის მფლობელთა სტრუქტურა შემდეგნაირია: ირაკლი დვალი – 50% და
ლევან ჯმუხაძე – 50%.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss