| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - ბუნებრივ გაზზე ფასების 700%–იანმა ზრდამ ის ახალი ეკონომიკური ცივი ომის სიმბოლოდ აქცია, წერს Bloomberg.
გამოცემა აღნიშნავს, რომ საწვავის უკმარისობა მთელი მსოფლიოს ეკონომიკაზე აისახება. ბუნებრივი გაზი, როგორც გეოპოლიტიკის განმსაზღვრელი საწვავი, დღეს ნავთობს უწევს კონკურენციას.
გაზზე მაღალი მოთხოვნა და არასაკმარისი რესურსი ერთ–ერთი საკვანძო ფაქტორია, რომელიც გლობალურ ინფლაციას იწვევს. გასული წლის დასაწყისიდან ევროპაში ამ რესურსის ფასი 700%–ით გაიზარდა, აშშ–ში ეს მაჩვენებელი უფრო დაბალია, თუმცა იქაც მაღალია. ეს გარემოება აშშ–ისა და ევროკავშირის ეკონომიკებს ხანგრძლივი რეცესიისკენ უბიძგებს.
ევროპის ქვეყნების მთავრობები ნაკლებად ეკოლოგიური წიაღისეული საწვავის გამოყენებაზე აქტიურად საუბრობენ, რითაც უკანა პლანზე გადააქვთ „მწვანე დღის წესრიგი“.
მთელ ამ სიტუაციას რუსეთ–უკრაინის ომიც ამწვავებს. რუსეთი ევროპისთვის მილსადენებით გაზის მიწოდებას ამცირებს, რითაც ევროპელ ლიდერებს პასუხობენ მათ განზრახვაზე, უარი თქვან რუსულ ნედლეულზე. ამის გამო ევროპელები ზამთრის მოახლოებამდე დეფიციტური ბუნებრივი გაზის მარაგების შევსებას ამერიკიდან და სხვა ქვეყნებიდან გათხევადებული არის სახით ცდილობენ.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss