ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ნავთობის ბაზრისთვის ბრძოლაში რუსეთი ირანს შეეჯახა
5 ივლისი, 2022, 09:50
ნავთობის ბაზრისთვის ბრძოლაში რუსეთი ირანს შეეჯახა

თბილისი (GBC) - ვითარებაში, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის და კრემლისთვის მკაცრი სანქციების დაწესების შედეგად ჩამოყალიბდა, გაჩნდა მოსაზრება, რომ ირანი რუსეთის მხარეს აღმოჩნდა. ასეთ აზრს როგორღაც ამყარებს ამ ორი ქვეყნის სტატუსი – დასავლეთის მიერ სანქცირებულები. ასევე მათი საერთო ანტიდასავლური პოზიცია და სირიაში თანამშრომლობა. თუმცა, ამ ბანალურ შეხედულებებში ბაზრის მკაცრ რეალობას თავისი კორექტივები შეაქვს.

ამერიკული და ევროპული ბაზრების დაკეტვის შემდეგ რუსეთი ბუნებრივია ცდილობს თავისი სავაჭრო ნაკადების აღმოსავლეთით გადამისამართებას. მაგრამ ჩინელი და ინდოელი მყიდველების ყურადღების მისაზიდად სწორედ ირანთან უწევს კონკურენცია. 

Bloomberg–ის მონაცემებით, ირანულ ნავთობზე ფასდაკლება, ეტალონურ Brent-თან შედარებით, ბარელზე $10–ს შეადგენს. უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე კი ირანულ ნედლეულზე დისკონტი 4–დან 5 დოლარამდე იყო ბარელზე. ბუნებრივია, მყიდველები ბაზარზე არსებული ასეთი ვითარებით ინტერესდებიან, როდესაც გამყიდველები ფასდაკლების რბოლაში ებმებიან.

შედეგმაც არ დააყოვნა: იგივე Bloomberg–ის ცნობით, დღეისათვის ჩინეთსა და ინდოეთში რუსული ნავთობის მიწოდების მოცულობა 15%–ით დავარდა მაისის ბოლოსთან შედარებით. მაშინ ბევრი მიანიშნებდა, რომ რუსეთი ამ გზით ამტკიცებდა მის მდგრადობას ნავთობზე დაწესებული სანქციების მიმართ, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ეს დიდხანს ვერ გაგრძელდებოდა. კონკურენტებს არ სძინავთ.

მიუხედავად იმისა, რომ რუსული ნავთობის უდიდესი ნაწილი აღმოსავლეთით მიემართება, მისი საერთო მოცულობა მცირდება: თუ 15 აპრილს აღმოსავლეთით ექსპორტირებული ნავთობის წილმა მთლიანი ექსპორტის 63% შეადგინა, დღეს ეს მაჩვენებელი 52%–ს არ აღემატება.

მიუხედავად იმისა, რომ ევროპაში რუსული ნავთობის შესყიდვის აკრძალვა ძალაში დეკემბერში შედის, ბებერ კონტინენტზე რუსული ნედლეულის იმპორტი 2/3–ით არის შემცირებული. აპრილის ბოლოდან რუსეთი აქ დღეში მხოლოდ 400–450 ათას ბარელს ყიდის. შედარებისთვის, ჩინეთში საშუალოდ 887 000, ხოლო ინდოეთში 641 000 ბარელი რუსული ნავთობი გადის დღეში. 

ბუნებრივია, მომხმარებლისთვის ბრძოლაში გვერდით არ გადგებიან გალფის ქვეყნები, რომლებიც აღმოსავლეთში ნავთობის ტრადიციული მიმწოდებლები არიან. დღეს არსებული სურათი მომავალი წლისთვის, როდესაც სანქციები ძალაში შევა, შეიძლება რადიკალურად შეიცვალოს რუსეთისთვის.

Haqqin.az


მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები