| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

– თბილისი (GBC)საქართველოში კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხები წლიურად 9.1%-ით გაიზარდა 2022 წლის მაისში (-0.1% თ/თ), წინა თვის 7.5%-იანი ზრდის შემდეგ, და 43.1 მლრდ ლარი შეადგინა. ამის შესახებ "Galt & Taggart"–ის კვირის მიმოხილვაშია ნათქვამი, რომელიც ორშაბათს, 4 ივლისს გამოქვეყნდა.
მიმოხილვის
თანახმად, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, სესხების პორტფელის წლიურმა
ზრდამ მაისში 18.1% შეადგინა (+1.3% თ/თ), აპრილის 17.9%-იანი ზრდის შემდეგ.
სექტორების მიხედვით, მაისში გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით,
კორპორაციული დაკრედიტების
წლიურმა ზრდამ 15.7% შეადგინა, წინა თვის 15.8%-იანი ზრდის შემდეგ, ხოლო საცალო დაკრედიტება
წლიურად 20.4%-ით გაიზარდა (19.9% წ/წ იყო წინა თვეში). ამასთან, იპოთეკური სესხების
პორტფელის წლიური ზრდა 13.9% იყო მაისში, წინა თვის 13.5%- იანი ზრდის შემდეგ.
2022 წლის მაისში სესხების დოლარიზაცია 48.7%-მდე შემცირდა
(-5.22პპ წ/წ და -0.87პპ თ/თ), ხოლო უმოქმედო სესხებმა 2.0% (-0.39პპ წ/წ და უცვლელი
თ/თ) შეადგინა.
საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების წლიური ზრდა 13.1%-მდე
შენელდა 2022 წლის მაისში, წინა თვეში დაფიქსირებული 14.1%-იანი ზრდის შემდეგ გაცვლითი
კურსის ეფექტის გამორიცხვით და 37.2 მლრდ ლარი შეადგინა. ვალუტების მიხედვით, მაისში
ლარის დეპოზიტების წლიური ზრდა 11.8%-მდე შენელდა (13.6% წ/წ იყო წინა თვეში), ხოლო
უცხოური ვალუტის დეპოზიტების წლიურმა ზრდამ გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით
13.9% შეადგინა (14.5% წ/წ იყო წინა თვეში). ამასთან, მაისში დეპოზიტების დოლარიზაცია
58.1%-მდე შემცირდა (-2.57პპ წ/წ და -1.33პპ თ/თ).
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss