| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - აზერბაიჯანში მილი მეჯლისის დეპუტატებისთვის განკუთვნილი ზოგიერთი ფულად გადახდა უქმდება. სააგენტო „რეპორტის“ ცნობით, მიმდინარე წლის პირველი ივლისიდან დეპუტატებს უუქმდებათ გადასახადებისაგან გათავისუფლებული შემოსავალი, რომელსაც სადეპუტატო საქმიანობისთვის საჭირო ხარჯების დასაფარად უხდიდნენ.
ასევე გაუქმდა გადასახადებისაგან თავისუფალი უზრუნველყოფა, რომელიც თვიური სარგოს 50%–ის მოცულობით ჰქონდათ დანიშნული სადეპუტატო საქმიანობის უზრუნველსაყოფად მილი მეჯლისის თავმჯდომარეს, მის პირველ მოადგილეს და მოადგილეებს, კომისიების თავმჯდომარეებს და მათ მოადგილეებს.
ასევე გაუქმდა ორი თვის სარგოს ოდენობის შემწეობა, რომელიც დეპუტატებს შვებულების პერიოდში სამკურნალოდ ან დასასვენებლად ეძლეოდათ.
„აზერბაიჯანის მილი მეჯლისის დეპუტატის სტატუსის შესახებ“ კანონში აღნიშნული ცვლილებები მესამე მოსმენით 29 ივნისს შეიტანეს.
ცვლილებების თანახმად, მილი მეჯლისის თავმჯდომარე ყოველთვიური ხელფასის სახით 3 550 მანათს (6 140 ლარი) მიიღებს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss