ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბორჯომში სასტუმროს რეაბილიტაცია განხორციელდა
4 ივლისი, 2022, 12:02

თბილისი (GBC) - საქართველოს ბანკი ქვეყნის მასშტაბით ბიზნესის ხელშეწყობას განაგრძობს. ამჯერად ბანკთან პარტნიორობით ბორჯომში, სოფელ ტბაზე სასტუმროს რეაბილიტაცია განხორციელდა. პროექტის ჯამურმა ღირებულებამ 20,000 ლარი შეადგინა.

„საქართველოს ბანკთან თანამშრომლობით, წარმატებით დავასრულეთ სასტუმროს რეაბილიტაცია. ამჟამად სასტუმრო სტუდიოს ტიპის ოთახებით დაკომპლექტებულ 4 კოტეჯს და აუზს აერთიანებს. სამომავლოდ, გვსურს მეტად გავაფართოვოთ ბიზნესი და ეზოში დამატებითი სივრცეები მოვაწყოთ, სადაც დამსვენებლები შეძლებენ დროის მშვიდად და კომფორტულად გატარებას“, - აცხადებს სასტუმროს ხელმძღვანელი ზურაბ სიმონიშვილი.

„საქართველოს ბანკი სასტუმრო სექტორის მხარდაჭერის მიზნით მცირე და საშუალო ზომის ბიზნესების ფინანსურ მხარდაჭერას განაგრძობს. მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა ხელი შევუწყოთ ბორჯომში არსებული სასტუმროს სამომავლო განვითარებას. საქართველოს ბანკი ამ მიმართულებით აქტიურად გააგრძელებს ფინანსურ მხარდაჭერას“, - განაცხადა საქართველოს ბანკის მიკრო ბიზნესის დეპარტამენტის ბიზნესის განვითარების სამსახურის უფროსმა გიორგი ბოჩიკაშვილმა.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები