| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - 2022
წლის ივნისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.2%, ხოლო წლიური
ინფლაციის დონემ 12.8 % შეადგინა. საქართველოში უკვე მეთორმეტე თვეა, რაც ინფლაციის ორნიშნა მაჩვენებელი ფიქსირდება.
ცხრილში მოცემულია საქონლისა და მომსახურების ჯგუფების ფასების პროცენტული ცვლილება წინა თვესთნ შედარებით:
ცხრილში წარმოდგენილია სამომხმარებლო კალათაში შემავალი საქონლისა და მომსახურების ჯგუფების ფასების პროცენტული ცვლილება და შესაბამისი წვლილი 2022 წლის ივნისის წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში:
ამ პერიოდში საბაზო
ინფლაციამ, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.8 % შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური
საბაზო ინფლაცამ 6.6 %.
წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 21.8 %, რაც წლიურ ინფლაციაზე 6.86 პ.პ.–ით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: პური და პურპროდუქტები (35.0 %), ბოსტნეული და ბაღჩეული (33.4 %), ხილი და ყურძენი (31.8 %), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (24.0 %), რძე, ყველი და კვერცხი (19.5 %), ყავა, ჩაი და კაკაო (18.0 %), თევზეული (17.9 %), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (16.0 %), ზეთი და ცხიმი (14.9%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (11.3 %); ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 19.4 %, რაც 2.34 პ.პ-ით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ფასები მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (23.6 %), სატრანსპორტო მომსახურებაზე (14.1 %) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (6.2 %); საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 13.0 %მატება, რაც 1.31 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე:ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე (26.2 %), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (12.7 %), ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (6.0 %).
ცხრილში მოცემულია საშუალო ინფლაციის დონე საქართველოში (12 თვის საშუალო წინა 12 თვის საშუალოსთან,პროცენტული ცვლილება):
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss