ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ბაქო–თბილისი–ჯეიჰანმა წელს 106,9 მლნ ბარელი ნავთობი გაატარა
4 ივლისი, 2022, 10:03
ბაქო–თბილისი–ჯეიჰანმა წელს 106,9 მლნ ბარელი ნავთობი გაატარა

თბილისი (GBC) – იანვარ–ივნისში ბაქო–თბილისი–ჯეიჰანის (ბთჯ) საზღვაო ტერმინალიდან, რომელიც თურქეთის პროვინცია ადანაში მდებარეობს, 106 982 579 ბარელი ნავთობი გადაიტვირთა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული საინფორმაციო სააგენტო ანადოლუ ავრცელებს. 

ბთჯ–ის თურქეთის მონაკვეთის ოპერატორი 2006 წლიდან არის თურქული სახელმწიფო კომპანია BOTAŞ International Ltd (BIL).

BOTAŞ–ის მონაცემებით, 2006 წლიდან, როდესაც ტერმინალი გაიხსნა, ბთჯ–ის გავლით 3,777 მლრდ ნავთობია გადაზიდული.

წელს ყველაზე მეტი ნავთობი – 20,5 მლნ ბარელი – მაისში გადაიტვირთა, ხოლო ყველაზე ნაკლები თებერვალში – 13,5 მლნ ბარელი.

ნავთობის გადაზიდვის მონაცემები:

 BOTAŞ–ის მონაცემების თანახმად, პირველ 6 თვეში ბთჯ–ის გავლით ნავთობის გადაზიდვის მაჩვენებლები შემდეგია:

იანვარში – 17 706 620 ბარელი;

თებერვალში – 13 581 125 ბარელი;

მარტში – 17 743 856 ბარელი;

აპრილში – 19 951 346 ბარელი;

მაისში – 20 479 706;

ივნისში = 17 519 926 ბარელი.

ადანას ტერმინალიდან, რომელიც ჰეიდარ ალიევის სახელს ატარებს, აზერბაიჯანული ნედლი ნავთობი ტანკერებით მსოფლიოს სხვადასხვა მიმართულებით გადაიზიდება.


მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები