ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
თბილისის სტარტაპის დღე საქართველოში პირველად გაიმართება - მხარდამჭერი თეგეტა ჰოლდინგია
1 ივლისი, 2022, 17:56
თბილისის სტარტაპის დღე საქართველოში პირველად გაიმართება - მხარდამჭერი თეგეტა ჰოლდინგია

თბილისი (GBC) - 2 ივლისს პირველად თბილისში სტარტაპის დღე აღინიშნება. სტარტაპ ეკოსისტემით დაინტერესებული პირებისთვის დაგეგმილია სესიები აქტუალურ თემებზე. სტუმრებს საშუალება ექნებათ, ერთ დღეს 3 სხვადასხვა აქტივობაში მიიღონ მონაწილეობა. მათ შორის:

        ProductTank meetup & discussion - ღონისძიება პროდუქტის მენეჯერებისთვის, რომელზეც გამოცდილი სპიკერები კოდის არმქონე პროდუქტების შექმნაზე ისაუბრებენ.

        Founder Institute panel event - სადაც წარმატებული მეწარმეები გლობალური სტარტაპის დაარსების გამოცდილებას მიმოიხილავენ.

        Fuckup Nights Tbilisi vol. 27 - რომელზეც ტექნოლოგიური სტარტაპების დამფუძნებლები თავიანთი წარუმატებლობის ამბებს მოჰყვებიან.

პანდემიის შემდეგ სტარტაპებისთვის ყველაზე მასშტაბური შეხვედრის ორგანიზატორი „სტარტაპ ბიუროა“. 

„სტარტაპ ეკოსისტემა საქართველოში დინამიკურად ვითარდება. ჩვენი მიზანია, ეს წინსვლა რაკეტის სიჩქარისებური ტემპებით განხორციელდეს და, შესაბამისად, შევქმნათ მსოფლიო დონის ტექნოლოგიური ბიზნესები საქართველოდან. ღონისძიებას ყველაზე აქტიური სტარტაპ საზოგადოება დაესწრება, მათ შორის „დიჯითალ ნომადები“ და სტარტაპების შექმნითა და დასაქმებით დაინტერესებული პირები“, - გური ქოივა, „სტარტაპ ბიუროს“ თანადამფუძნებელი.  

„თბილისის სტარტაპის დღე“ 2 ივლისს, 18:30 საათზე, თბილისში, დოდო აბაშიძის #10-ში, გაიმართება. ღონისძიებაში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები