ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
„ოლეინას“ მწარმოებელი ამერიკული კომპანია რუსეთში ბიზნესს ყიდის
1 ივლისი, 2022, 17:03
„ოლეინას“ მწარმოებელი ამერიკული კომპანია რუსეთში ბიზნესს ყიდის

თბილისი (GBC) – ამერიკული კომპანია Bunge რუსეთში საქმიანობას ამცირებს და კომპანია „ბუნგე დსთს“ ყიდის. ამის შესახებ crispy.news–ს აგრარული ბაზრიდან ინფორმირებულმა წყარომ აცნობა.

„გვაქვს ინფორმაცია გასაყიდად მზადებაზე, აქტივი საინტერესოა, ერთ–ერთი საუკეთესო ქარხანაა ბაზარზე“, – აღნიშნა მან.

კიდევ ერთი წყაროს თქმით, რომელსაც ასევე სმენია კომპანიის ასეთ გეგმებზე, ქარხნის შეძენის მსურველი ბევრი იქნება, „მისი ძლიერი ბრენდებიდან გამომდინარე“.

ზეთსახდელი ქარხანა ვორონეჟის ოლქში Bunge–ს 2008 წელს ააშენა და საინვესტიციო პორტფელმა $130 მლნ შეადგინა. საწარმოს სიმძლავრე 540 000 ტ ნედლეულის გადამუშავებას და 200 მლნ ბოთლი ზეთის წარმოებას შეადგენს წელიწადში. „ბუნგე დსთ“ შემდეგ სავაჭრო მარკებს ფლობს: „ოლეინა“, „იდეალი“, „მასლენიცა“ და სხვ.

გამოცემის ინფორმაციით, „ბუნგე დსთ“–ს მფლობელი 27 ივნისს შეეცვალა და მას დღეს ბერმუდის კუნძულებზე რეგისტრირებული Integrated Vegetable Oils and Proteins Holdings Ltd. მართავს.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები