ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
თიბისი „თბილისი კოლექტივის“ მხარდამჭერია
1 ივლისი, 2022, 16:05
თიბისი „თბილისი კოლექტივის“ მხარდამჭერია

თბილისი (GBC) -თიბისი „თბილისი კოლექტივის“ გამოფენისა და ვორქშოფების მხადამჭერია. „თბილისი კოლექტივი“ ციფრული პლატფორმაა, რომელიც მუშაობს მოყვარული ფოტოგრაფების აღმოჩენაზე, ფოტოგრაფიისა და ზოგადად ფოტო პრინტების კულტურის განვითარებაზე საქართველოში. პროექტის მიზანია ახალი თაობის ფოტოგრაფების აღმოჩენა და პოპულარიზაცია.

 

მოყვარული ფოტოგრაფების ნამუშევრების გამოფენა 1 ივლისს 20:00 საათზე, სასტუმრო სტამბას პირველ სართულის D ბლოკში გაიხსნება. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება 60-მდე მოყვარული ფოტოგრაფის ნამუშევარი. გამოფენა 10 ივლისის ჩათვლით, 13:00-21:00 საათამდე გაგრძელდება და 7 თემატიკის მიხედვით დაყოფილ, 200-მდე ფოტო პრინტს წარუდგენს სტუმრებს. ამ პერიოდში, შესაძლებელი იქნება გამოფენილი ნამუშევრების შეძენაც. გამოფენის პარალელურად, 2 და 3 ივლისს, გაიმართება ფოტოგრაფიის ვორქშოპები და დისკუსიები.

 

თიბისი მხარს უჭერს ახალგაზრდა ხელოვანების აღმოჩენას და მათი განვითარების ხელშეწყობას. თიბისისთვის მნიშვნელოვანია ისეთი პროექტები, რომლებიც ახალი თაობის წარმომადგენლებსა და მათი ნამუშევრების პოპულარიზაციას ეძღვნება. სწორედ ამ მიზანს ემსახურება „თბილისი კოლექტივის“ მიერ ორგანიზებული გამოფენა და აქტივობები. 

 

გამოფენის ღონისძიების ბმული იხილეთ ვებგვერდზე - https://fb.me/e/3j0mvzJgn

 

ფოტოგრაფიის ვორქშოპებსა და დისკუსიაზე დასარეგისტრირებლად მიყევით ბმულს: https://forms.gle/uxtZadX3HpANYM6fA

 

 

 

 

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები