ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
რეფორმები და ენერგოუსაფრთხოება – დავითაშვილის და შოლცეს შეხვედრის მთავარი თემები
1 ივლისი, 2022, 15:50

თბილისი (GBC) – გერმანიის მიერ საქართველოსთვის ეკონომიკური და სტრუქტურული რეფორმების განხორციელების მიმართულებით გაწეული დახმარების მნიშვნელობასა და პრიორიტეტულ სფეროებში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების მინისტრთან სვენია შულცესთან გამართულ შეხვედრაზე, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა თანამშრომლობას პრიორიტეტულ სფეროებში როგორიცაა ვაჭრობა, ენერგეტიკა, მდგრადი განვითარება, ტრანსპორტი, ლოგისტიკა, სოფლის მეურნეობა და სხვ.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა გერმანიის მხარდაჭერილ პროგრამაზე საჯარო შენობებში ენერგოეფექტიანობის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს საქართველოში ათობით საჯარო სკოლის რეაბილიტაციას ენერგოეფექტიანობის გასაზრდელად. პროგრამის მთავარი მიზანია სკოლების შენობების მდგრადი და სრული რეაბილიტაცია მათი ენერგოეფექტიანობის გაუმჯობესების და მომხმარებელთა კმაყოფილების გაზრდის მიზნით. აღინიშნა, რომ საჯარო შენობების განახლების ასეთი ღონისძიებები გამოიწვევს ენერგიის მოხმარების ოპტიმიზაციას და ნახშირორჟანგის გამოყოფის შემცირებას. გარდა ამისა, მსგავსი ღონისძიებების შედეგად გახანგრძლივდება შენობის ექსპლუატაციის ვადა, გაუმჯობესდება ჯანმრთელობის, უსაფრთხოების და კომფორტის დონეს.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს მიმდინარე პროექტები, რომლებიც გერმანიის მხარდაჭერით საქართველოს ენერგეტიკის სფეროს მდგრადობის გაძლიერების მიზნით ხორციელდება. მათ შორის, განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარების და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის მიმართულებით. ასევე გამახვილდა ყურადღება  თანამშრომლობის გაძლიერებაზე საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის და ენერგოუსაფრთხოების ამაღლების მხრივ. საუბარი აგრეთვე წარიმართა საქართველოს ევროპულ პერსპექტივასა და გერმანიის მხარდაჭერაზე ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზაზე.

შეხვედრაზე გერმანიის მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მხარდაჭერა ევროკავშირში გაწევრიანების მიმართულებით. აღინიშნა, რომ გერმანია მხარს უჭერს საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების გზაზე და მას რეფორმების განხორციელებაში დაეხმარება.


მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები